ყველასათვის საყვარელი და წარმატებული: ნათია კაპანაძე – ბიზნეს ლედი 2018 – ის პირველი მონაწილე. TVM NEWS-ის ჟუნალისტი ეწვია მას რესტორან ლაზიკაში.
-ქალბატონო ნათია რამ გადაგაწყეტინათ პროექტში მონაწილეობის მიღება?..
საერთოდ მინდა გითხრათ, რომ მსგავს პროექტებში მონაწილეობა ჯერ არ მიმიღია, უბრალოდ ძალიან მომეწონა და დამაინტერესა თქვენი ღონისძიების იდეამ, ამიტომაც გადავწყვიტე მონაწილეობა.
-ჩვენთვის, როგორც ცნობილია თქვენ გყავთ დიდი ოჯახი, მეუღლე, 3 შვილი ეს ყელაფერი კი ქალისგან ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ გვაინტერესებს, როგორ უთავსებთ ერთმანეთს ოჯახს და სამსახურს და გექმნებათ თუ არა ამ მხრივ გარკვეული სიძნელეები?..
-მიმაჩნია, რომ ვარ ბედნიერი დედა და ქალი, რომელსაც მთელი ოჯახი გვერდზე უდგას, ყველაფერში მეხმარებიან ჩემი მეუღლე და შვილები, მეუღლე პირიქით ხელს მიწყობს და ყველანარად მეხმარება, რომ მქონდეს ჩემი საქმე და ვიყო წარმატებული ბიზნესს ლედი.
-ალბათ ძალიან გაგიმართლათ ნათია, რადგან ქართველი მამაკაცების უმრავლესობა ვერ ეგუება საქმიან ქალს ოჯახში, ამიტომ ამ მხრივ თქვენი მეუღლე ნამდვილად გამონაკლისია.
-გეთანხმებით ჩვენ გვაქვს წარმატებული ოჯახი და ამის გარანტი ვფიქრობ, რომ არის ჩვენი ურთიერთპატივისცემა და უდიდესი ნდობა ერთმანეთისადმი. ვართ ერთგული პარტნიორები და ამიტომ საქმეც კარგად გამოგვდის.
-მადლობას გიხდით საინტერესო ინტერვიუსთვის ნათია და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ როგორც წარმატებული და საქმიანი ბიზნეს ლედი რას ურჩევდით ახალბედა, დამწყებ საქმიან ქალბატონებს?..
-ჩემი რჩევა იქნება ძალიან მარტივი, ნებისმიერ საქმეში დაჩნენ ბუნებრივები და მესმის, რომ ზოგადად დღეს ყველგან რთული მდგომარეობაა, თუმცა ვფიქრობ, რომ ამის მიუხედავად არ უნდა დავკარგოთ ადამიანურობა და ყველა საქმეს ჰუმანურობით უნდა მივუდგეთ. რათქმაუნდა წარმატების დიდი გარანტია არის პროფესიონალიზმი.
შეგახსენებთ, რომ ნათია კაპანაძე გახლავთ პროექტ- ბიზნეს ლედი 2018-ის მონაწილე, ხოლო დასკვნითი ღონისძიება გაიმართება სექტემბრის შუა რიცხვებში, ჩვენი მედია ჯგუფი წარმატებებს უსურვებს პროექტის ყველა მონაწილეს და ასევე ქალბატონ ნათიას, რომელმაც თავისი უშუალობით და მეგობრული ხასიათით უკვე ძალიან შეგვაყვარა თავი.