მეუფე პეტრე: დეკანოზ მამალაძეზე პასუხისმგებლობას პირადად კათალიკოს-პატრიარქს ვაკისრებ.

“მე სურვილი მაქვს, რომ მამაო [დეკანოზი გიორგი მამალაძე] როდესაც განთავისუფლდება (და უდანაშაულო მღვდელი არ უნდა იჯდეს ციხეში, შუამდგომლობა უნდა დააყენოს საპატრიარქომ და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პასუხისმგებლობა პირადად კათალიკოს-პატრიარქს ვაკისრებ), ეს საკითხი უნდა განიხილოს სინოდის სხდომაზე, რომელსაც შეთავსებული აქვს საეკლესიო სასამართლოს ფუნქცია. აი, როდესაც ბატონ ზვიადს [გამსახურდია] ვახსენებთ, წარმოიდგინეთ, რომ 80-იან წლებში პატრიარქს მიმართავს წერილით და 1980 წელს ერის ადამიანი, რომელიც როგორც წერილში ჩანს, ზედმიწევნით კარგად იცნობს სჯულის კანონს, საეკლესიო სამართლის და პატრიარქს სთხოვს, რომ საეკლესიო სასამართლო აღადგინოს იმიტომ, რომ ეკლესიაში არის ბევრი პასუხგაუცემელი შეკითხვა და, აი, დღეს გასულია 39 წელი და დღესაც იგივე პრობლემების წინაშე ვდგავართ “- ამბობს მეუფე პეტრე
info9.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

კომენტარები ფეისბუქიდან