რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი”.

“მოსკოვს არც ჩემი ქვეყნის ნატოში გაწევრება სურდა, მაგრამ ეს მაინც მოვახერხეთ… რუსეთის გადასაწყვეტი არ არის, გახდება თუ არა საქართველო ნატოს წევრი”, – განაცხადა საქართველოში ჩამოსულმა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა “ომისა და მშვიდობის ინსტიტუტისთვის” მიცემულ ინტერვიუში.

“ხშირი სპეკულირება არას გვარგებს. სპეკულაციები მხოლოდ მეტ გაურკვევლობას წარმოშობს”, – ასე უპასუხა მან კითხვას, როდესაც სთხოვეს, თავისი აზრი გამოეთქვა ექსპრეზიდენტ სააკაშვილის ავტორობით ამერიკულ გამოცემა Foreign Policy-ში გამოქვეყნებულ სტატიაზე, რომელშიც სააკაშვილი მიიჩნევდა, რომ რუსეთის აგრესიის

მორიგი სამიზნე ნატოს არაწევრი სკანდინავიის ქვეყნები – შვედეთი ან ფინეთი გახდებოდნენ.

გაზეთი “კვირის პალიტრა” აქვეყნებს ინტერვიუს სრულ, ქართულ ვერსიას, რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ: 

იენს სტოლტენბერგი:

“ვხედავთ, რომ რუსეთი ცდილობს­ ძველი, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს, სადაც დიდი მოთამაშეები თვითონ წყვეტენ, რისი უფლება აქვთ მათ მეზობლებს და რისი –

არა. ეს არასდროს ყოფილა სწორი მიდგომა, რადგან თითოეულ ერს აქვს უფლება, თვითონ ააშენოს თავისი მომავალი. ეს გაწერილია ბევრ საერთაშორისო დოკუმენტში, რომლებსაც რუსეთიც აწერს ხელს, მაგალითად, ჰელსინკის დეკლარაციაში, რომელშიც ნათქვამია, რომ თითოეული ქვეყანა თვითონ გადაწყვეტს, გახდეს თავდაცვითი ალიანსის წევრი თუ – არა. რუსეთს, როგორც ჩანს, ეს აღარ მოსწონს. რა ვუყოთ, ეს მათი პრობლემაა, ჩვენ კი ჩვენი პრინციპების ერთგულნი დავრჩებით, მათ შორის – საქართველოსთან დაკავშირებითაც…”
kvirispalitra.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.