სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოს ცხოვრებაზე არაფერი იცი – ბიბილოვი.

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს სახელმწიფოს ცხოვრებაზე არაფერი იცის და საფრანგეთიდან საქართველოში ვაშინგტონის მითითებით ჩავიდა – ამბობს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი: 

“არ მგონია, რომ მას საფრანგეთში ცუდი ცხოვრება ჰქონდა და რომ საქართველოში მის დასახმარებლად ჩავიდა. გადაწყვეტილება ვაშინგტონში იყო მიღებული, რათა გაგრძელდეს ის ხაზი, რომელსაც ვაშინგტონი და ბრიუსელი განსაზღვრავს” – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.
info9.ge. ცხინვალის ოკუპირებული რეგიონისდე ფაქტო ლიდერ ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, “ის, რომსაქართველო თავს NATO-ში გაწევრიანებით იიმედებს, მისი პრობლემაა, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას კი განვითარების საკუთარი ვექტორი აქვს, ეს პოზიცია უცვლელია და უახლოესი 1000 წლის განმავლობაში არ შეიცვლება”. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტმა “ossetia.news”-თან ინტერვიუში NATO-ს გენმდივნის თბილისში ამასწინანდელი ვიზიტისა და ახლახანს დასრულებული ერთობლივი წვრთნების კომენტირებისას განაცხადა.

 

„[სტოლტენბერგზე – რედ.]ვისაც ნევროტულობაახასიათებს, ის დადის აქეთ–იქეთ. ჩვენ, ჩვენის მხრივ,მშვიდად ვართ, გვაქვს მკაფიო პოზიცია, რომელიც არ შეცვლილა და უახლოესი 1000 წლის განმავლობაში არცშეიცვლება: ის, რომსაქართველო თავს NATO-ში გაწევრიანების პერსპექტივით იიმედებს, არ გვადარდებს, თუ უნდათ, გაწევრიანდნენ – ეს მათი პრობლემაა, ჩვენ კი განვითარების საკუთარი ვექტორი გვაქვს, საკუთარი ხედვა, გვაქვს შეთანხმება რუსეთთან, შევიმუშავეთ ღონისძიებათა კომპლექსი უსაფრთხოების ერთიან კონტურთან დაკავშირებით და მისი ნაწილი უკვე განხორციელებულია. ხანდახან ისეთი განცდა ჩნდება, რომ ქართველი ბიჭები რაღაც სხვა განზომილებაში ცხოვრობენ და სადღეისოდ არსებულ რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ. მათ[ქართველ პოლიტიკოსებს]უნდა ესმოდეთ და პრინციპში, ესმით კიდეც, უბრალოდ თავს აქვთ მოხვეული გარკვეული პოლიტიკური ვალდებულებები დასავლეთის მხრიდან, რომელიც აიძულებთ, მათი აზრისა და ქართველი ხალხის პოზიციის ზუსტად საწინააღმდეგოდ ილაპარაკონ და იმოქმედონ” – აღნიშნა ბიბილოვმა.

 

ამ კონტექსტში მან “მაგალითად” პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოიყვანა:

 

“იგივე სალომე ზურაბიშვილი რომ ავიღოთ: რა იცის მანსაქართველოს რეალობის შესახებ? – პრინციპში, არაფერი, ის ხომ საფრანგეთიდან ჩამოვიდა. არა მგონია, სალომეს საფრანგეთში ისეთი ცუდი ცხოვრება ჰქონდა, რომ საქართველოში გამოიქცათავისი ხალხის დასახმარებლად. ცხადია, ეს გადაწყვეტილება ვაშინგტონის „ობკომის“ მიერაა მიღებული, ზურაბშვილიც ჩამოვიდა და აგრძელებს იმ ხაზს, რომელიც ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ განისაზღვრება”.
accent.com.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.