ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 30% ანექსირებულია და ჩვენ ბიჭებს ამ რაღაც მისიებში ვხოცავთ“.
პოლიტიკური მოძრაობა “ალტერნატივა საქართველოსთვის” თავმჯდომარე კონსტანტინე მორგოშია სოციალურ ქსელში წერს:
„მართლა მაინტერესებს, რატომ უნდა იცავდეს ქართველი ჯარისკაცი ავღანეთს ან ერაყს?! ანუ ბიჭები ვხოცოთ იმიტომ, რომ ამერიკული ნარკო-კარტელი დავიცვათ?! )) და ვატყუოთ ერი, რომ ვითომ ტერორიზმს ვებრძვით?! ტერიტორიების 20% ოკუპირებული გვაქვს …. მავთულხლართებში ვართ გახვეულები …. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების, 30% ანექსირებულია და ჩვენ ბიჭებს ამ რაღაც მისიებში ვხოცავთ და თუ ღმერთმა ნუ ქნას და ინვალიდი დაბრუნდა ….. მერე თვეში 22 ლარს უხდით. იქ თუ იმსახურებს ჯარისკაცი 1500 ლარია და ზევით, ხელფასი და თუ საკუთარ მიწა-წყალს იცავს მაშინ 500 ლარია ანაზღაურება, რა ლოგიკაა?! ან ესეთი მიდგომებით რა ჯარი უნდა ჩამოაყალიბოთ?! ან რა ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოთ?! ნუ იმაზე არაფერს ვამბობ, რომ მინისტრი იზორია კორუფციაში მსოფლიო ჩემპიონია და ჯარი მაგას ისე ესმის და იცის, როგორც მე ვიცი ვიეტნამის კონსტიტუცია.
alia.ge. ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.