უსუფაშვილი “დაიცავი საქართველოს” შეკრებაზე: მოვუსმენ და დანარჩენი მერე გაირკვევა.

“შენების მოძრაობის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი “დაიცავი საქართველოს” შეკრებაზე ფილარმონიაში მივიდა.

“შევუერთდი დავით მაღრაძის მოწოდებას და მოპატიჟებას. სათქმელი მაქვს და მინდა მომისმინოთო, მოვუსმენ დანარჩენი მერე გაირკვევა” -განაცხადა დავით უსუფაშვილმა IPRESS-თან საუბარში.

დღეს ახალი სამოქალაქო პლატფორმა – დაიცავი საქართველო ოფიციალურად დაფუძნდება.

ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანამებრძოლი – დავით მაღრაძე, ამბობს, რომ ქართული ოცნების და ივანიშვილის მმართველობის სტილი მისთვის მიუღებელია და თანამოაზრეებთან ერთად არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას იწყებს.

ვინ იქნებიან დავით მაღრაძის ორგანიზაციის წევრები, ეს დღეს გახდება ცნობილი, თუმცა, წინასწარი ინფორმაციით, მოძრაობას უმრავლესობიდან ცოტა ხნის წინ წასული დეპუტატებიც უერთდებიან.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

კომენტარები ფეისბუქიდან