შალვა ნათელაშვილი – შეშინებული ოლიგარქი გაიქცა და პატრიარქის კალთას შეაფარა თავი… 18 აპრილს, ვიწყებთ მჯდომარე, უვადო, პერმანენტულ საპროტესტო აქციას საყოველთაო გაფიცვით.

„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 18 აპრილს უვადო, მჯდომარე აქციას დაიწყებენ, თუკი ტაქსის მძღოლების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

„გუშინ, მთელმა მსოფლიომ ნახა, რომ საქართველო გაღვიძებულია. ათასობით ავტომანქანამ და ათასობით პროტესტანტმა ალყაში მოაქცია ქვეყნის მმართველის სასახლე. შეშინებული ოლიგარქი გაიქცა და პატრიარქის კალთას შეაფარა თავი, თუმცა არ მგონია, რომ ამან ის ყოველთვის გადაარჩინოს.

ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ. თუ ამ დღეებში სასწრაფოდ არ დაკმაყოფილდება ტაქსისტთა მოთხოვნა, ხელისუფლება არ აიღებს ხელს დისკრიმინაციულ ნორმებზე იძულებითი გადაღებვისა და სხვა სისულელეების შესახებ, რომელთა მიზანია, განდევნოს თვითდასაქმებული ხალხი ბაზრიდან და მილიონიანი ბიზნესი დარჩეს კალაძესა და ივანიშვილს, თუ ეს არ მოხდება, მაშინ ჩვენ 18 აპრილს, დღის სამ საათზე, პარლამენტის წინ ვიწყებთ მჯდომარე, უვადო, პერმანენტულ საპროტესტო აქციას საყოველთაო გაფიცვით და ვეპატიჟებით იქ ყველას, ვისაც მამულისათვის გული უძგერს. აბა, ვნახოთ ვისი გავა”, განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
Guardian.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.