10 პროდუქტი, რომლებიც მარტში ყველაზე მეტად გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1 პროცენტი,  ხოლო წლიური ინფლაციის დონემ  3,7 პროცენტი შეადგინა.

გთავაზობთ ჩამონათვალს იმ 10 პროდუქტისა, რომლებზეც მარტში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები:

* კომბოსტო _ 166%-ით;

* ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტი _ 98,2%-ით;

* მწვანილი _ 70,4%-ით;

* ხახვი – 60,6%-ით;

* ბადრიჯანი _ 40,1%-ით;

* პომიდორი _ 38,8%-ით;

* კიტრი _ 36,4%-ით;

* წიწაკა _ 32,0%-ით;

* იმპორტული წარმოების ფილტრიანი სიგარეტი _ 30,1%-ით;

* ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტი _ 29,6%-ით.
Geworld.ge.