მამუკა ბახტაძე – “ვინც 17 მაისის გეიპარადს ხელს უშლის მარგინალები არიან”.

სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას,  მამუკა ბახტაძეს შეკითხვები დაუსვეს. ერთ-ერთი შეკითხვა სექსუალური უმცირესობის უფლებებს ეხებოდა.
კითხვის ავტორმა შეახსენა პრემიერს 2018 წლის 17 მაისის ანტიჰომოფობიური აქცია, რომლის ჩაშლის მიზეზი  მემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფებისგან მუქარა გახდა.პოლიციამ კი  ვერ უზრუნველყო აქციის მონაწილეების   უსაფრთხოება. ბახტაძეს ჰკითხეს, რას მოიმოქმედებს სახელმწიფო იმისთვის, რომ ლგბტქ თემმა  წელს თბილისში ერთ-ერთი უმთავრესი  უფლების – გამოხატვის თავისუფლების განხორციელება, უსაფრთხოდ შეძლონ.

“როგორც მოგეხსენებათ, 7 წლის წინ საქართველოს პარლამენტმა ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რაც ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. რაც შეეხება იმ მემარჯვენე ექსტრემისტულ ჯგუფებს, რომელიც თქვენ ახსენეთ – ეს არის მარგინალური ჯგუფები, რომლებიც ყველა ქვეყენაში არსებობენ. დარწმუნებულნი იყავით, რომ საქართველოში ადამიანთა უფლებები საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად მაღალი სტანდარტითაა დაცული.

დასკვნა: მამუკა ბახტაძე:,,ვინც 17 მაისის გეიპარადს ხელს უშლის მარგინალები არიან. მე დავიცავ ანტიდისკრიმინაციულ კანონს“.
gtm.ge.