დღეს მთელი დღეა ტელეფონი არ გაჩერებულა. მილოცავენ წარმატებულ გამოსვლას. არადა, მისალოცი არაფერი გამიკეთებია. თუ ვინმეს ჰგონია რომ ვისიამოვნე დღევანდელი დღით, ცდებიან! დაიცავი საქართველოდან თითქმის ყველას ვიცნობ და ზოგიერთთან ვახლობლობ კიდეც. როგორც სჩანს, ვიღაცას არ მოეწინა, რაც ვთქვი, მაგრამ რა ვთქვი ტყუილი?
ახლა იმას ვიტყვი, რაც უნდა მეთქვა, მაგრამ არ დამაცალეს. მურუსიძეა მთავარი, თუ ის, რომ კატასტროფული დემოგრაფიული სურათა გვაქვს? მურუსიძეა მთავარი, თუ ის, რომ ჩვენს შვილებს სკოლებში “მე და საზოგადოება” სწავლებით ყრვნიან? მურუსიძე თუ ის, რომ უკანონო მიგრანტები დღეს თუ ხვალ საკუთარი სახლებიდან გამოგვყრიან? მურუსიძეა თუ ის, რომ ნეოლიბერასტების აგენტებმა შიგნიდან ააფეთქეს დედა ეკლესია? მურუსიძე, თუ ის, რომ იუვენალური იუსტიციის ძალით ათასობით საქმეებია აღძრული შვილი მამას ან ცოლი ქმარს უჩივის, შიო კობიძე იმიტომ ზის ციხეში, რომ საკუთარ დისშვილს ყური აუწია? და ა.შ. სხვა მრავალი..
.მურუსიძე, თუ ის, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა შიმშილობს, ან შიმშილის ზღვარზეა? მურუსიძე, თუ ის, რომ ბიძინას არაფერი გაუკეთებია რიგითი მოსახლეობისთვის? მურუსიძე თუ ის, რომ პარლამენტის სპიკერმა არ იცის, რა არის ეროვნული ცნობიერება? მურუსიძე, თუ ის, რომ აფხაზეთ ცხინვალის მიმართულებით ნაბიჯიც არ გადაუდგამს და ამერიკა ევროპის ფარატინა ქაღალდებით აპირებენ ტერიტორიების დაბრუნებას?და ა.შ.
ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება! მურისიძე არ იქნება და მის ადგილზე ვინც იქნება, ის, რა, ბიძინას ნებას არ აღასრულებს? ასეა, ჩემო ნაწყენო, თუ გახარებულო, ნაცნობ უცნობნო _ სიმართლე ძნელი მოსასმენია.
ამ სიმართლესთვის არ დამიზოგავს ჩემი სისხლხორციც კი (რაც ნამდვილად არ მეამაყება) და რა მორალური უფლება მაქვს სხვები დავზოგო? ასეა, პოლიტიკაში რომ ცხვირს შეყოფ, ყველაფრისათვის მზად უნდა იყო… – პუბლიცისტი დავით მხეიძე
intermedia.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.