TVM NEWS-ის მედია ჯგუფმა სულ მცირე ხნის წინ გაარკვია, რომ ცნობილი ქართველი მომღერალი გიორგი შალვაშვილი ყურებამდეა შეყვარებული იდუმალ ქალ-„ეთუსიაზე“, რაზეც თავად მომღერალმა ისაუბრა რადიო არ დაიდარდოს პირდაპირ ეთერში თავისი მორიგი ახალი სიმღერის პრეზენტაციის დროს! გიორგიმ საჯაროდ განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ერთ ქალბატონს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს და უფრო მეტიც მათ საქმიანი ურთიერთობებიც აკავშირებთ. თუმცა ჩვენმა მედია ჟურნალისტმა გაარკვია, რომ მომღერალი მართლაც შეყვარებულია, თუმცა მისი გაჟღერებული სახელი: ეთუსია სიმართლეს არ შეესაბამება.
თუმცა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან დრო მოვა და მომღერალი თავად გამოტყდება, თუ ვინ მოიტაცა მისი გული და მისი სასცენო რეპერტუარი ასე უცბად, სულ მოკლე დროში როგორ გამრავალფეროვნდა. ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ შეყვარებული გიორგი ხმისჩამწერი სტუდიიდან არც გამოდის და სიმღერას სიმღერაზე წერს. ასეთი ტემპით თუ გააგრძელა ქართული შოუ-ბიზნესი მის იდუმალ მუზას რეკორდის მოხსნისთვის ნამდვილად ძეგლს დაუდგამს, თუმცა ქართული შოუ-ბიზნესი მაინც ჭრელია და არავინ იცის ვის გაეხარდება და ვის ეწყინება გიორგის ასეთი გააქტიურება. ახლა კი შეგიძლიათ მოუსმინოთ მომღერლის მორიგ, ახალ სიმღერას რათქმაუნდა სიყვარულზე.