წლეულს, 18-23 ივნისისთვის ლგბტ ჯგუფმა დააანონსა საზეიმო ღონისძიებების მთელი დაწყება, რომლებიც ბოლოს დედაქალაქის რომელიმე ცენტრალურ უბანში გრანდიოზულმა მსვლელობამ, ანუ ღირსების მარშად წოდებულმა გეიაღლუმმა უნდა დააგვირგვინოს.

წლეულს, 18-23 ივნისისთვის ლგბტ ჯგუფმა დააანონსა საზეიმო ღონისძიებების მთელი დაწყება, რომლებიც ბოლოს დედაქალაქის რომელიმე ცენტრალურ უბანში გრანდიოზულმა მსვლელობამ, ანუ ღირსების მარშად წოდებულმა გეიაღლუმმა უნდა დააგვირგვინოს. მას უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მათ აქტივისტებთან ერთად აქტიურ მონიტორინგს ამერიკის საელჩოც გაუწევს. როგორც დიპლომატიური უწყების საზოგადოებრივი ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ჯეფ რენომ განაცხადა, ისინი დაგეგმილი კვირეულის ფარგლებში პროცესების დინამიკას ყურადღებით დააკვირდებიან.  ამადამიანთა უფლებების დაცულობა  ქვეყნის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა  და მნიშვნელოვანია, კვირეულმა მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს: “ივნისამდე დროა, დაველოდოთ.  ყველა მოქალაქის, ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს.  საზოგადოდ, უფლებების დაცულობა მიუთითებს ქვეყნის განვითარებაზე…”

ასეთი სიახლე არ სჭირდება საქართველოს, ეს არ არის განვითარებისა და წინსვლის გზა, ეს სატანის გზაა!

თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, საქართველოში 95% ეწინააღმდეგება.

ლგბტ პირებსა და ზოგადად მათ ავადმყოფურ მოთხოვნებს ქართველი ხალხი ყოველთვის მწვავედ აპროტესტებს და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, მსგავსი თემების განხილვისგან თავი შეიკავოს, აზრადაც არ გაივლოს მსგავსი სისულელე, რადგან საქართველო ის ქვეყანა არ არის, ხალხისთვის მიუღებელი კანონის დარღვევის ვინმეს რომ შეეშინდება.

ჩვენი დასავლელი “მეგობრებისგან” გამუდმებით ვისმენთ მოწოდებებს ადამიანის უფლებების დაცვაზე, განცხადებებს იმის თაობაზე, რომ დემოკრატია არის მთავარი მიღწევა, რომელიც საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად და გეოპოლიტიკურიოჯახის წევრად გვაქცევს ა.შ.

მაგრამ რაში გვჭირდება დასავლეთი,  როგორც  გეოპოლიტიკური ოჯახი,  თუ ის ჩვენი ტრადიციებითა და კულტურული იდენტობით არ მიგვიღებს და თვითონ დაგვიდგენს ცხოვრების ახალ წესებს,  ტრადიციებს?! არც უსაფრთხოება, არც პოლიტიკური მხარდაჭერა და მით უფრო, არც უსასრულო დაპირებები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე არ ღირს იმად, რომ ჩვენი კულტურული იდენტობა, ჩვენი ტრადიციები და სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ფასეულობები დავკარგოთ.

ასე ფიქრობს დღეს ყველა პროგრესულად მოაზროვნე ქართველი თუ საქართველოში მცხოვრები არაქართველი.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ “ძველის მცველი და ახლის უარმყოფელი” ერი.

ილიას მიაჩნდა, რომ ყველა ცივილიზებული, განათლებული ერი ამ ორი იდეოლოგიის შერწყმა-შეხამების პრინციპების გამოყენებით აშენებს თავის სახელმწიფოს; რომ ეს ორი “მიმდინარეობა აზრისა” _ კონსერვატიზმი და ლიბერალიზმი ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ დაპირისპირებული მხარეებია. ისინი ერთმანეთთან თანაარსებობენ, ერთმანეთს ავსებენ, ერთი მეორეს წიაღში იბადება, როცა ამის საჭიროება დგება, და შემდეგ ვითარდება და მტკიცდება, როცა ამის პირობები იქმნება. ჩვენც ილიას გზას უნდა გავუყვეთ, რადგან “ყველგან, საცა კი ისტორიის ღირსი ერი თავისითა სცხოვრობს, ორპირი წყობაა აზრისა და ეგ ორნაირი წყობა აზრისა შეადგენს ცხოვრების მდინარეობასა”. ყველა ერი, რომელიც ისტორიის ღირსია, ამ “ორნაირ აზრთა წყობის” ძირითად პრინციპებზე უნდა აგებდეს თავის ცხოვრებას _ ე.ი. სახელმწიფოებრიობას _ პოლიტიკური სისტემის, ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის პრიორიტეტებს; ილია, ბუნებრივია, აცნობიერებს, რომ იმდროინდელი საზოგადოებრივი აზრის მრავალფეროვნება მხოლოდ ამ ორი იდეოლოგიით არ ამოიწურებოდა, მაგრამ ლიბერალიზმი და კონსერვატიზმი მიაჩნდაიმ იდეურ ღერძად, რომელზეც ცივილიზაციის მაგისტრალი გადიოდა.
“კონსერვატორების უკან და  ლიბერალების წინ, მარცხნივ და მარჯვნივ, ბევრნაირ სხვადასხვა აზრის ნაკადულებია კიდევ დათუ ჩვენ მარტო ორი წყობა  აზრისა მოვიხსენიეთ, ეგ იმიტომ _ რომ  ცხოვრების მდინარეობის შუა წელი მაგ ორ  მხარ–და–მხარ მოარულს წყობას  აზრისას უჭირავს”.

ილიას თანამედროვე ახალგაზრდების ერთმა ნაწილმა თავისი ქვეყნის წარსულსა და აწმყოში ღრმად ჩაიხედა და მიხვდა, რომ “ჩვენს ქვეყანას სულ სხვა ტკივილი აქვს, სულ სხვა ფათერაკი სდევს”, რომ ქართულმა ლიბერალიზმმა თავისი ძალისხმევა სხვა მიმართულებით უნდა წარმართოს. ილიას მიაჩნდა (და ეს განსაკუთრებით აქტუალური და საინტერესოა დღესაც), რომ, თუ “მამათა” და “შვილთა” ბრძოლა ზოგადსოციოლოგიური ხასიათის კატეგორიაა და საქართველოშიც მას ვერ ავცდებით, ბრძოლის საგანი, ანუ ბრძოლის ობიექტი “სხვა-რამე” უნდა ყოფილიყო.  “ის “სხვა რამე” იყო _ ჩვენის დაცემულის ვინაობის აღდგენა, ფეხზე დაყენება და დაცვა ყოველის მოსალოდნელის ფათერაკისგან.  რომ ეგ ფათერაკი მოსალოდნელი იყო და  დღესაც თავიდან არ აგვცდენია, _ ყველასთვის ცხადზედ ცხადია”.  აქედან სრულიად გასაგები ხდება, რომ ქართული საზოგადოებრივი აზრის, მისი ცნობიერების უმთავრეს პრობლემად  ილია ეროვნულ პრობლემას _ დაცემული ვინაობის აღდგენას მიიჩნევს და არა  იმ პრობლემებს, თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანს, რომლებიც იმ ქვეყნების წინაშე იდგა, რომლებსაც ვინაობა, ე.ი.  ეროვნული თვითმყოფადობა, პირველ რიგში, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის უპირველესი პირობა, დაცემული არ ჰქონდათ.

ილიას მიაჩნდა, რომ საქართველოს შვილს იმაზე დიდი, მნიშვნელოვანი, ეროვნულ-პატრიოტული საქმე არ აქვს, ვიდრე ერის “ვინაობის” აღდგენაა; ამას უნდა ემსახურებოდეს თითოეული ადამიანი და ერის ძალისხმევა იქით უნდა იყოს მიმართული: “სკოლაა, ბანკია თუ თეატრი, ყველაფერს სულ მაგისკენ უნდა მივუბრუნოთ თავი”; ყველა თანამდებობაზე კაცის დანიშვნისა თუ არჩევის ძირითადი კრიტერიუმიც ეს უნდა იყოს _ “მაგ მიმართულების სასწორზედ უნდა ავწონოთ”.

რასაც ეს თაობა ვერ გააკეთებს, სხვა თაობები შექმნიან და ეს უნდა იყოს, ილიას აზრით, ქართული კონსერვატიზმის თუ ლიბერალიზმის ძირითადი იდეა, მისი განმსაზღვრელი იდეური მიმართულება მანამდე, “მინამ ჩვენი ვინაობა თავის შესაფერს  და კუთვნილს ადგილს არ დაიჭერს ჩვენს ცხოვრებაში, და საზოგადოსაქმეთა სათავეში არ მოექცევა”.
რუბრიკას უძღვება
დარეჯან ანდრიაძე.
Geworld.ge.