აშშ-ს სამხედრო ფლოტს რობოტიზირებული სამხედრო გემები და წყალქვეშა ნავები ეყოლებასტრატეგია პოტენციური მოწინაამღდეგეების: რუსეთის და ჩინეთის წინაამღდეგ არის მიმართული
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ფლოტი უახლოეს მომავალში სერიოზულ მოდერნიზაციას განიცდის. ამის შესახებ გამოცემა National Interest წერს. თუ სტრატეგიამ მხარდაჭერა მოიპოვა, აშშ-ს საზღვაო ძალებს ხუთ წელიწადში რობოტიზირებული სამხედრო გემების და წყალქვეშა ნავების მთელი ფლოტილია შეემატება. საუბარია ათ სამხედრო გემზე და ცხრა წყალქვეშა ნავზე. პროექტისთვის აშშ-ს თავდაცვის უწყება 4 მილიარდ დოლარს გამოყოფს.
ჯერ კიდევ მარტში კონტრ-ადმირალმა რენდი კრაიტსმა განაცხადა, რომ პროექტი მომგებიანი ინვესტიციაა. ადმირალის შეფასებით, მცირე ზომის რობოტიზირებული სამხედრო გემები ეფექტურად შეასრულებენ სადაზვერვო საქმიანობას.
უკვე ცნობილია, რომ რობოტიზირებულ წყალქვეშა ნავებს აშშ-ს საზღვაო ძალებისთვის Boeing ააგებს. ავტონომიურ წყალქვეშა ნავ Orca-ს კომპანია მის მიერ გამოშვებული წყალქვეშა დრონის Echo Voyager-ის საფუძველზე დაამზადებს. სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ავტონომიური წყალქვეშა დრონები საზღვაო ოპერაციებს სრულად გარდაქმნიან. Orca-ს ავტონომიურ რეჟიმში 11 000 კილომეტრის გავლა შეეძლება, შეუმჩნევლად მოახერხებს ოკეანის გადაკვეთას და სხვა კონტინენტის სანაპიროსთან მოწინამღდეგეზე იერიშის მიტანას.
სამხედრო ექსპერტები ფიქრობენ, აშშ-ს საზღვაო ფლოტში რობოტიზირებული, ავტონომიური გემების და წყალქვეშა ნავების დანერგვა პოტენციურ მოწინაამღდეგესთან: რუსეთთან და ჩინეთთან დაპირისპირებაში სჭირდება. მართალია, ამ ეტაპზე აშშ-ს საზღვაო ფლოტი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ჩინეთის ან რუსეთის საზღვაო ძალები, მაგრამ ორივე ქვეყანამ თავდაცვის ბიუჯეტი ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაზარდა.
popx.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.