მალტამ, მადუროს რეჟიმის დახმარებისთვის ხელის შესაშლელად, რუსულ თვითმფრინავებს საჰაერო სივრცე დაუკეტა.

მალტამ რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა. მიზეზი, ვენესუელას პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს რეჟიმისთვის დახმარებისთვის ხელის შეშლაა. ამის შესახებ Twitter -ის საკუთარ გვერდზე აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მორგან ორტაგუსმა დაწერა.

“ჩვენ ვაფასებთ მალტის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რუსული თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცის შეზღუდვის თაობაზე, რომლებიც ვენესუელის ძველ, დაუნდობელ რეჟიმს მარაგებენ. მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებსაც, მიბაძონ მალტის ხელისუფლებას და ხელი შეუშალონ კრემსლ დიქტატორ მადუროს დახმარებაში” – წერს ორტაგუსი სოციალურ ქსელში, ტვიტერის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ  აშშ-მა გააფართოვა სანქციები ვენესუელის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა განაცხადა. მან განმარტა, რომ ვაშინგტონი რეგულატორს უზღუდავს აშშ-ის დოლარებზე წვდომას.

ბოლტონის თქმით, ახალი სანქციები ეს არის სიგნალი ყველა გარე მონაწილეთათვის, მათ შორის რუსეთისთვის, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ მადუროს ხელისუფლებას.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.