„ყველა გამიბრაზდება, მაგრამ ვიტყვი, აუცილებელია რუსეთში წასვლა“

„ყველა გამიბრაზდება, მაგრამ აუცილებელია გასტროლები, აუცილებელია რუსეთში წასვლა. შენ მოწოდებული ხარ, რომ შენი ხელოვნება სხვას დაანახო და შენი ქვეყანა შეაყვარო – ამით სიკეთეს აკეთებ. ხელოვნება არ ეხება პოლიტიკას. თუმცა, დიდ გავლენას ახდენ კულტურით“, – ამის შესახებ მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ ტელეკომპანია „იმედი“-ს გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა. ნანი ბრეგვაძემ ყურადღება ოკუპანტ ქვეყანაში ქართველი კულტურის სფეროს წარმომადგენლების მოღვაწეობის მნიშვენლობაზე გაამახვილა.

„წინა გასტროლზე მე არ წავედი, რადგან ძალიან დიდი უბედურება მოხდა, ამ ბიჭის (არჩილ ტატუნაშვილი) განადგურებით, ეს მიუღებელია. მე კონტრაქტი მქონდა დადებული, რომ ერთი წლის მერე უნდა გამოვსულიყავი „კროკუში“, ძალიან დიდი თანხა მქონდა გადასახდელი, რადგან კონცერტი ჩაიშალა, ვერ წავედი, ავადაც გავხდი. მე ვარ ჩემი ქვეყნის შვილი. ჩემი საქართველო ისე მიყვარს… ამ ულამაზესი ქვეყნიდან სად უნდა წავიდე?! წესით ძალიან ბევრი კონცერტი უნდა მქონდეს, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე არ მაქვს… კულტურას ძალიან დიდი გავლენა აქვს. როდესაც ამ საკითხზე მეკითხებიან, იმ წუთასვე ვეუბნები – თქვენ არ იცით რა სიტუაციაა საქართველოში, განსაკუთრებით ცხივნალის რეგიონში-მეთქი. ეს არის აუტანელი, შემზარავი, აი, ამის გამო ზოგჯერ ისეთი გაბრაზებული ვარ, რომ არსად წასვლა აღარ მინდა. 
გასტორლებისას ამ თემებზე საუბარი ხშირად მიხდება, მეკითხებიან – „რატომ არ ჩანხართ?“. მათ არაფერი იციან, წარმოდგენაც არ აქვთ,ისინი როგორ იქცევიან ჩვენს მიმართ. 
რუსეთი ცუდი პროპაგანდის მწვერვალია . მაგრამ მე ვიცი, რომ ცუდს არაფერს ვაკეთებ“, – განაცხადა ნანი ბრეგვაძემ.

marshalpress.ge