რეგიონის მდინარეებზე 11 სხვადასხვა სიმძლავრის ჰესის მშენებლობა დაიგეგმა.

ყოფილი ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2017 წელს შედგენილი სიის მიხედვით სამცხე-ჯავახეთში ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხა ასეთია:

ორი ჰესი ურავლის ხეობაში

ორივე ჰესი მდინარე ურაველზე, საფარის მონასტრიდან სოფელ მინაძემდე არსებულ მონაკვეთზეა დაგეგმილი. აშენების შემთხვევაში ერთის დადგმული სიმძლავრე: 5.07 მვტ იქნება და წლიურად 16 გვტ.სთ გამოიმუშავებს. ხოლო მეორე ჰესის დადგმული სიმძლავრე 4.3 მვტ, წლიური გამომუშავება კი საათში 16.5 გვტ-ა.

მუსხის ჰესი

მდინარე ინჯისწყალზე მუსხიჰესის პროექტია ჩანიშნული, მისი დადგმული სიმძლავრე: 2.04 მვტ, ხოლო წლიური გამომუშავება: 8.02 გვტ.სთ ა.

ზარზმა ჰესი

ჰესი სოფელ ზარზმასთან, მდინარე ძინძისწყალზეა მონიშნული. განხორციელების შემთხვევაში დადგმული სიმძლავრე: 4.3 მვტ, წლიური გამომუშავება: 19.8 გვტ.სთ იქნება.

დვირჰესი

ჰესების მშენებლობა ბორჯომშიც არის დაგეგმილი. 2 623 000 დოლარის ღირებულების „დვირჰესს“ სოფელ დვირში შპს დმ ენერჯი ააშენებს. მისი დადგმული სიმძლავრე 1.3 მვტ, ხოლო წლიური გამომუშავება საათში 8,26 გვტ იქნება. სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ მიმდინარე წელს დაიწყება.

ახალდაბა ჰესი

ბორჯომში კიდევ ერთი, ახალდაბა ჰესის მშენებლობა იგეგმება. 140 მილიონი დოლარის ღირებულების მშენებლობას შპს „მტ გრიინ ენერჯი“ განახორციელებს. ყოფილი ენრგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ჰესის დადგმული სიმძლავრე 93 მვტ, წლიური გამომუშავება კი საათში 494 გვტ იქნება. სამუშაოების დაწყების თარიღი უცნობია. 

ანდეზიტის ჰესი

ჰესის მშენებლობა დაგეგმილია დაბა ბაკურიანშიც. ანდეზიტ ჰესის მშენებლობა ციხისჯვარშია დაგეგმილი. პროექტის ღირებულება 1 662 014 დოლარია და მის მშენებლობას კომპანია შპს „გრინენერჯი“ განახორციელებს. ჰესის დადგმული სიმძლავრე: 1.10 და წლიური გამომუშავება საათში 4.30 გვტ. იქნება. 

სამი ჰესი მტკვარზე

ნუსხაშია საყუნეთიდან აწყურამდე მტკვრის მონაკვეთში ასაშენებელი სამი ჰესიც. ესენია საყუნეთჰესი, დვირჰესი და აწყურჰესი. სამივე მათგანს მითითებული აქვს, რომ დადგმული სიმძლავრე 10.4 მვტ, წლიური გამომუშავება კი საათში 55.5 გვტ იქნება.

ახალქალაქი ჰესი

ჰესი აშენდება ახალქალაქშიც. აქ მშენებლობას „ჰიდრო ენერჯი“ მიმდინარე წელს დაიწყებს და 2021 წლის 21 იანვარს დასრულდება. მისი სავარაუდო ღირებულება 25 მილიონი დოლარია. ჰესის დადგმული სიმძლავრე 9,88 მგვტ. სავარაუდო წლიური გამომუშავება კი საათში 54.23 გვტ იქნება. 

ამჟამად ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტებში „მტკვარი ჰესი“ შენდება. მისი ჯამური დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ია, რაც ქვეყნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას განმარტებით ელექტრო სისტემას წლიურად 251.5 მლნ კვტ. სთ. ელექტოენერგიას შემატებს. 

ექსპლუატაციაშია უკვე შესული 2010-2014 წლებში აშენებული 87 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური „ფარავანი“, რომელიც ახალქალაქის ტერიტორიაზეა. ის წლიურად 420 მლნ კვტ.სთ. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.
samxretis karibche.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

კომენტარები ფეისბუქიდან