ქალები ქვებით ხელში“.

„მშენებელმა კომპანიამ ჰესთან დაკავშირებით მოლაპარაკება გამართა ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, თუმცა სიტუაცია მაინც გამწვავდა: მოსახლეობამ დაწვა სამშენებლო მძიმე ტექნიკა, ქვები დაუშინა პოლიციის ქვედანაყოფებს, შემდეგ კი მათი სპეცტექნიკაც გაანადგურეს. მომხდარ დაპირისპირებაში, ახალგაზრდებთან ერთად, ხანში შესული ქისტი ქალებიც მონაწილეობდნენ. ისინი ქვებს ესროდნენ ხეობაში დამატებით შეყვანილ პოლიციის ძალებს. მომხდარი ინციდენტის ადგილზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიაც ჩავიდა“.

„ჩეჩნური ხეობა“

პანკისის ხეობა გარესამყაროსგან მოწყვეტილი მიკოროსაზოგადოებას წარმოადგენს, 11 ათასამდე მოსახლეობით. თბილისამდე 100 კილომეტრია, მთიანი გზის გავლისათვის თითქმის სამი საათია საჭირო. შედარებით უფრო ახლოსაა (30 კმ.) პანკისელი ქისტების ისტორიული სამშობლო – ჩეჩნეთი. ისინი სწორედ ჩეჩნეთიდან ჩამოვიდნენ მე-19 საუკუნეში.

ქისტებს დახურული ცხოვრების წესი აქვთ, დაკავებულნი არიან მესაქონლეობით და მიწათმოქმედებით, პატივს სცემენ ბუნებას და იცავენ ლანდშაფტის ხელუხლებლობას. ბევრმა ქართული ენა სუსტად იცის, ლაპარაკობენ ძირითადად ჩეჩნურ ენაზე. რელიგიურად მუსლიმანები არიან. პანკისის ხეობაში ჩეჩნეთიდან განსაკუთრებით ბევრი ლტოლვილი ჩავიდა 1994-1996 წლებში, ომის გამო. პანკისი თანდათან ჩეჩენი „ბოევიკების“ ზურგის ბაზად გადაიქცა. ხეობა სახიფათო ტერიტორიად იქნა შერაცხული, ხშირი იყო ადამიანთა გატაცება, ყვაოდა კონტრაბანდა.

ბოლო წლებში ქართულ მასმედია პანკისს „ისლამისტების ხეობასაც“ უწოდებს. ჯერ კიდევ მეორე ჩეჩნურ კამპანიის დაწყებამდე საველე მეთაურმა ჰატაბმა პანკისში ჰოსპიტალი დაარსა დაჭრილი მებრძოლების მკურნალობის მიზნით, ააშენა მეჩეთები და „ბოევიკთა“ საწრთვნელი ბანაკები. პანკისში რადიკალურმა განწყობა განსაკუთრებით იმატა სირიაში სამხედრო მოქმედებების დაწყების მომენტში. ყველაზე ცნობილი პანკისელი იყო „ისლამური სახელმწიფოს“ ე.წ „სამხედრო მინისტრი“ თარხან ბათირაშვილი (აბუ-ომარ ალ-შიშანი). იგი სწორედ ბირკიანშია დაბადებული და სირიაში 2016 წელს მოკლეს.

„ისლამური იატაკქვეშეთი?!“

შეტაკების შემდეგ საქართველოს მთავრობამ ხეობიდან პოლიციის ქვედანაყოფები გაიყვანა. ძალის გამოყენება დაგმო პანკისის ხეობის უხუცესმა ხასო ხანგოშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ თუ სახელმწიფოს ხეობაში ჰესის აშენება სურს, მაშინ მოსახლეობას მეტი უპირატესობა უნდა მისცეს. თუმცა ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კონფლიქტი ამოწურული არაა: „დაპირისპირებას სიღრმული მიზეზები აქვს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაქრა ის ფარი, რომელიც [საქართველოში მცხოვრებ] ეროვნულ უმცირესობებს ქართველი ნაციონალისტებისაგან იცავდა. პირველ რიგში ეს აფხაზებმა და ოსებმა იგრძნეს, მაგრამ პრობლემები აქვს სომხურ დიასპორასაც, ასევე აჭარის მოსახლეობასაც და, რა თქმა უნდა, ჩეჩნებს. ქისტები სულ უფრო რადიკალები ხდებიან. ეს თბილისის გაურკვეველი ეროვნული პოლიტიკის შედეგია“, 
nsp.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.