მალხაზ მაჩალიკაშვილო, ვის ემუქრები შენ მოკვლით?! ძალიან დაუკრეფავში გადაგახტუნეს – ირაკლი ზაქარეიშვილი.

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის განცხადებით, მალხაზ მაჩალიკაშვილი მას მოკვლით ემუქრება. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

“ამათ უყურე რა დღეში არიან,  მალხაზ მაჩალიკაშვილო, ვის ემუქრები შენ მოკვლით?! ძალიან დაუკრეფავში გადაგახტუნეს და მე განახებ შენ როგორ უნდა ჩემი მოკვლის მუქარის შემოთვლა!..

ახლავე აახვიე ნაცების მიერ დადგმული შენი ბანდურა-ხუხულა კარვები პარლამენტის წინ რომ გაგიშალეს და მოუსვი მაქედან!.. ხომ გააგდეთ ზაზა სარალიძე კარვებიდან?! ღმერთმა იცის რას აკეთებთ და გეგმავთ მანდ შენს კურატორ ელისო კილაძესთან ერთად.”– წერს ირაკლი ზაქარეიშვილი.
multimedia. ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.