ფაშინიანი ზელენსკის ურჩევს, პუტინთან ურთიერთობაში მაქსიმალურად გულახდილი იყოს.

უკრაინის არჩეული პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუს კოლეგა ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობაში მაქსიმალურად გულახდილი უნდა იყოს,– თვლის სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი.

“არა მგონია, ზელენსკის პუტინთან ურთიერთობა გაუჭირდეს. აქ ერთი პირობაა: თუ იქნება მაქსიმალურად პირდაპირი, გულახდილი, ხრიკების გარეშე, რთული არ უნდა იყოს. უბრალოდ საჭიროა პირდაპირი და გულახდილი ურთიერთობა“,– განაცხადა ფაშინიანმა რუსულ “ერბეკა”–სთვის მიცემულ ინტერვიუში.

ფაშინიანმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ზელენსკის ტვიტერში უკრაინულად მიულოცა, შემდეგ კი პრემიერ–მინისტრისაპარატის პრეს–სამსახურმაოფიციალური მილოცვაც გაავრცელა.
accent.com.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.  

კომენტარები ფეისბუქიდან