დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა იმ 19 პატიმარს შორის, რომელიც დღეს პრეზიდენტმა შეიწყალა.
ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლებელი იყო, საპატრიარქოს პრეზიდენტისთვის დეკანოზის შეწყალების შუადგომლობით მიემართა.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. მას პატრიარქის მდივან-რეფერანტის, შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის/საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სააღდგომო დღესასწაულების ფარგლებში მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლების ფარგლებში, 19 პატიმარი შეიწყალა.
alia.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.