პატრიარქის ქორეპისკოპოსი დუმილს არღვევეს – რა მოხდა დავით გარეჯში, მეუფე იაკობი ვითარების გამწვავების მიზეზებზე საუბრობს. აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ბილიკს აკეთებენ , რომელიც აღდგომის ტაძრამდე უნდა მივიდეს.
„ჩვენ არავის მივცემთ უფლებას გარეჯა რომ დათმონ. არავის არ მივცემთ უფლება, ამის ილუზია არ ჰქონდეთ” – აცხადებს მეუფე იაკობი „პოსტსკრიპტუმთან” ინტერვიუში.
ქორეპისკოპოსი იაკობი მომდევნო კვირას პატრიარქსაც შეხვდება. მეუფე ამბობს, რომ გარეჯს არავინ დათმობს და ამის ილუზია აზერბაიჯანის მხარეს არ უნდა ჰქონდეს.
სასულიერო პირი თვლის, რომ ამ პრობლემის მოგვარების შესაძლებლობები ძალოვნების ხელშიც არის და მათაც ცოტა მეტად უნდა მიხედონ მონასტრის ტერიტორია.
მეუფე ამბობს, რომ სასულიერო პირებმა მაღალჩინოსნები მოსალოდნელ საფრთხეზე გააფრთხილეს, თუმცა მათ ეს რჩევა არ გაითვალისწინეს. ქართველი მესაზღვრეების ცვლილებას და ძალოვანების გადაადგილებას კი მეზობელი სახელმწიფოს აგრესიული ქმედება მოჰყვა.
alia.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.