„25 ივლისს დათოს დაბადების დღეა“ – რატომ აღარ დადის შვილის საფლავზე ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია – მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ იგი შვილის საფლავზე მანამდე არ მივა სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან. ამის შესახებ ზაზა სარალიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს:

„25 ივლისს დათოს დაბადების დღეა. სასამართლომ რომ განაჩენი გამოიტანა, მას შემდეგ მის საფლავზე აღარ ვყოფილვარ და მანამდე არ ავალ, სანამ მკვლელებს პასუხისგებაში არ მისცემენ. სწორედ 25 ივლისამდე ვაძლევ ვადას ხელისუფლებას“, – აცხადებს ზაზა სარალიძე.

newsmakers.ge