მეუფე იაკობი: ეტყობა, გიორგი გახარიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად დანიშვნა პუტინმა ითხოვა ან მოითხოვა.

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოზიციაზე გიორგი გახარიას დანიშვნას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ეხმაურება.

 

 

„რატომ დანიშნეს და ეტყობა, პუტინმა სთხოვათ ან მოსთხოვა…. რასაც მაგი აშავებს, ამდენი ხანი რომ არის.. არ გიკვირთ?“ – განუცხადა „ტვ პირველს“ მეუფე იაკობმა.

 

 

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პირველი სხდომა დღეს გაიმართა. უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ფუნქცია გიორგი გახარიას დაეკისრა.
Guardian.ge.