ზელენსკის სამხედრო მრჩეველი: რუსეთთან ომის შემთხვევაში პარტნიორები მიგვატოვებენ.

 

უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის მრჩეველმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ივან აპარშინმა განაცხადა, რომ არც ზელენსკის და არც უკრაინის სხვა მომავალ პრეზიდენტებს დონბასისა და ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნება არ შეუძლიათ.

 

„მე დღეს ვერ ვხედავ ჩვენი ტერიტორიების სამხედრო ოპერაციის გზით დაბრუნების შესაძლებლობას“, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა  ინტერნეტ-გამოცემა „აპოსტროფთან“ ინტერვიუში.

 

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ სამხედრო გზით ანექსირებული ტერიტორიების დაბრუნების ცდას არავის ურჩევს. „დანაკარგები უდიდესი იქნება. დღეს ეს უკვე დაკარგული შანსია“, – თქვა აპარშნმა.  

 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, ნუთუ არ არსებობს გამარჯვების არავითარი შანსი, აპარშინმა მიუგო, რომ სამხედრო კონფლიქტის შემთხვევაში უკრაინას არსებული პარტნიორები მხარს არ დაუჭერენ.

 

“მიუხედავად ამისა, არსებობს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების სხვა გზები. თუ დღეს დონბასი უახლოესი 5 წლის პერსპექტივაა,  ყირიმის ტერიტორია – ეს უფრო ხანგრძლივი პერსპექტივაა“ – უთხრა ჟურნალისტს ზელენსკის მრჩეველმა.
agora.ge.