მეუფე პეტრე ცაავა მიტროპოლიტი იობის პოზიციას იზიარებს და მის კრიტიკას არასწორად მიიჩნევს.

ეს არის ღირსეული მღვდელმთავრის ქადაგება, თავისი სამშობლოს და სახელმწიფოს მოყვარული ადამიანისა,“ – ასე გამოეხმაურა ჭყონდიდის მიტროპოლიტი დავით გარეჯთან დაკავშირებით მეუფე იობის სკანდალურ ქადაგებას, სადაც მღვდელმთავარმა თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა.

მეუფე პეტრე ცაავა მიტროპოლიტი იობის პოზიციას იზიარებს და მის კრიტიკას არასწორად მიიჩნევს. მისი თქმით, გაუგებარია თუ რატომ გაემიჯნა საპატრიარქო მროველ-ურბნელი მიტროპოლიტიკის შეხედულებას.

„აბსოლუტურად ვიზიარებ მეუფის ამ დამოკიდებულებას, როგორც მოციქულებრივი სამართლიანობით, პირდაპირობით და თავგანწირვით ადამიანი საუბრობს, თუ უპრინციპობის შემთხვევაში, ეკლესიამ რა პოზიცია უნდა დაიკავოს. მეუფის ქადაგებაში არაფერი საკრიტიკო არ ჩანს. უსინდისობაა შეფასება არასწორად, არაადეკვატურად. მეუფემ აბსოლუტური არადიპლომატიური, ქრისტიანული, მღვდელმთავრული პოზიცია გამოხატა სამშობლოს მიმართ“, – განაცხადა მეუფე პეტრემ “რუსთავი 2”-თან.

მწვავე ქადაგებით მეუფე იობმა მრევლს დავით გარეჯის აღდგომის ტაძარიდან მიმართა. მეექვსე საუკუნის ტაძრის ამბიონიდან მიმართვის დროს მეუფე იობმა პირდაპირ თქვა, რომ ქვეყანა რელიგიური კონფლიქტის ზღვარზეა.
ჭყონდიდის მიტროპოლიტი მეუფე პეტრეამბობს, რომ პატრიარქის გულწრფელობაშიეჭვი ეპარება, რადგან ილია მეორემშეწყალების წერილის მომზადება სასულიეროპირებს თავად დაავალა, თუმცა, ამ დრომდემიმართვა არ არის დაწერილი.

„უწმინდესის მიმართ მე, პირადად, მისგულწრფელობაზე გული მაქვს გატეხილიიმიტომ, რომ როგორც ჩემთვის ცნობილია, მარხვის დაწყებამდე მღვდელმთავართაჯგუფი ეახლა პატრიარქს, ამ თემაზე ისაუბრესდა უწმინდესმა დაავალა, რომ მათ დაეწერათ, მოემზადებინათ წერილი საშუამდგომლოპრეზიდენტის მიმართ, ანუ წერილის დაწერაიყო დავალებული და მერე რა გახდა და ორითვის განმავლობაში რით ვერ დაიწერა, რატომ არ დაიწერა ეს წერილი, ბუნებრივია, ამაზე უნდა გასცეს ისევ ამ ჯგუფმა პასუხი. მევაპირებ მამაოს მონახულებას, ამასწინათსატელეფონო საუბარი გვქონდა, საპყრობილიდან დამირეკა და მინდა, რომმოვინახულო, გავესაუბრო,“ – განაცხადა მამაპეტრემ.

მეუფე პეტრე ახლა თბილისშია დამსჯავრდებულ დეკანოზთან შეხვედრასორშაბათს გეგმავს.
GHG.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.