მადურო: თუ აშშ ვენესუელის ხელყოფას გაბედავს, სამხედროებმა იარაღით უნდა დაიცვან სამშობლო.

ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, ქვეყნის სამხედროებს, აშშ-ის მხრიდან, ქვეყნის ტერიტორიაზე შესაძლო შემოჭრისთვის მომზადებისკენ მოუწოდა.

მისი თქმით, სამხედროები მზად უნდა იყვნენ, საკუთარი ქვეყანის იარაღით დაცვისთვის.

“ჩვენ არ ვართ სუსტი და უსუსური ქვეყანა, ჩვენ ძლიერი ნაციონალური შეიარაღებული ძალები გვყავს, რომლებიც უფრო მეტად ლოიალურები უნდა იყვნენ, ვიდრე ოდესმე. სამხედროები მზად უნდა იყვნენ იარაღით ხელში დაიცვან საკუთარი სამშობლო იმ შემთხვევაში, თუკი ერთხელაც ამერიკული იმპერია გაბედავს ამ წმინდა მიწის ხელყოფას”, – განაცხა მადურომ.

აქამდე ქვეყნის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ, რომელმაც იანვრის ბოლოს, მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე საკუთარი თავი რესპუბლიკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლად გამოაცხადა, აღიარა, რომ მადუროს თანამდებობიდან ჩამოგდების მცდელობებმა კრახი განიცადა. მან აღნიშნა, რომ იმედი ჰქონდა, მადურო გადადგებოდა, რის შემდეგაც სამხედროებო ოპოზიციის მხარეს გადავიდოდნენ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.