დაბალი ღობე ნახეს? – რედისონში არ აქვს ხალხს სექსი? – გირჩის ლიდერი როენა მამიდას იცავს

 

  • სასტუმრო „მამიდას“ მფლობელის როენა ხუცურაულის დაკავებას “გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება. ჯაფარიძე როენა ხუცურაულის დაკავებას აპროტესტებს:

    „რედისონში არ აქვს ხალხს სექსი? მარიოტში? შერატონში? ჰილტონში? ამ სასტუმროებში არ აჰყავთ სექს-მუშაკები? ეს არ არის ფართის გადაცემა? როენა ნახეს დაბალი ღობე?! კონკურენტებს აშორებენ თავიანთ დაკრიშულ ბიზნესებს,“ – დაწერა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალრუ ქსელში.

    როენა ხუცურაული, იგივე “მამიდა,” რომელიც სასჯელს პროსტიტუციისათვისადგილის გამოყოფის ბრალდებით ერთხელ უკვე იხდიდა, დღეს კვლავ დააკავეს. ამჯერად ის ორგანიზებული დანაშაულის მუხლითაა დაკავებული. საქმე ეხება ტრეფიკინგს. სპეცოპერაცია გლდანში, მის კუთვნილ სასტუმრო “მამიდაში” ჩატარდა.როენა ხუცურაულთან ერთად კიდევ სამი პირია დაკავებული.

    საქმის დეტალებზე განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სადაც აღნიშნულია, რომ ხუცურაულთან ერთად დაკავებულია მისი სასტუმროს მოიჯარე და კიდევ ერთი სასტუმროს, “გოლდის” მფლობელი.

    “ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. – მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ.

    გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

    აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. – მეტსახელად „ფისო,“-აღნიშნულია განცხადებაში.

    marshalpress.ge

 

 

კომენტარები ფეისბუქიდან