ირაკლი კობახიძე: ფაშიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება მსოფლიოს ისტორიაში.

ფაშიზმზე გამარჯვების 74 წლის აღნიშვნა ტრადიციულად, თბილისში, ვაკის პარკში დილიდან დაიწყო. პარკში უკვე იმყოფებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, პრემიერი და ქალაქის მერი.

ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შეამკო.

“ფაშიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება მსოფლიოს ისტორიაში. დღეს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე და პირველ რიგში, ეს დღე უნდა მივულოცოთ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს პატივი უნდა მივაგოთ – იმ ადამიანებს, ვინც თავი შესწირეს ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ფაშიზმზე გამარჯვების 74 -ე წლისთავი ტრადიციულად, თბილისში, ვაკის პარკში აღინიშნება.

ომი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო, რომელმაც 60 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ომმა უდიდესი ზარალი მიაყენა საქართველოს: სამხედრო სამსახურში გაიწვიეს 700 ათასზე მეტი ადამიანი, აქედან 300 ათასი დაიღუპა ან უგზოუკვლოდ დაიკარგა.
ipress.ge.
ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.