კორუფციული გარიგებები სასამართლოში და ეგრეთ წოდებული ბოსები, რომლებიც დღეს ქვეყანაში მართლმსაჯულებით ვაჭრობენ – „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ კომფიდენტებმა ის კორუფციული სქემები გაუშიფრეს, რომლითაც დღეს სასამართლოში საქმეები ლაგდება და რომლის სათავეებტანაც გავლენიანი კლანები დგანან.
„კურიერმა“ ერთ-ერთი ანონიმური წყაროს ჩვენებიდან ამონარიდი გაავრცელა:
„საქმეები აგდება ბოსებთან, ანუ გავლენიანი ჯგუფის წევრი მოსამართლე იღებს ფულს და შემდეგ საქმეს ანაწილებს იმ მოსამართლეებთან, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არიან“
სკანდალურ კვლევა, რომელმაც ამხილა სასამართლო სისტემაში დღეს ფესვგადგმული კორუფცია.
ამ ინტერვიუების ავტორები, რომლებიც კვლევაში არიან წარმოდგენილნი, არიან ყოფილი მოსამართლეები და მოქმედი ადვოკატები, ისინი მწვავე ინფორმაციას ასაჯაროებენ, მათი ვინაობა არის ანონიმური. ერთ-ერთი მოქმედი ადვოკატი აცხადებს: „იმ ხალხს, რომელსაც ჩვენ მოვიხსენიებთ გავლენიანი ჯგუფის წევრებად, თავად მოსამართლეები ბოსებს უწოდებენ. ბოსები ჩართული არიან კორუფციულ გარიგებებში და სახელმწიფო დაკვეთებში, ხოლო ის მოსამართლეები, რომლებიც მათი გავლენის ქვეშ არიან, ასრულებენ დავალებებს.“
ერთ-ერთი ყოფილი მოსამართლე საუბრობს ეგრეთ წოდებული ელიტური კორუფციის შესახებ:
„თუ კი ელიტურ ჯგუფს დააინტერესებს კონკრეტულ საქმეზე კორუფციული გარიგებების დადება, მათ აქვთ ამის შესაძლებლობა სწორედ შიდა გავლენების და სრულად ცენტრალიზებული მმართველობიდან გამომდინარე“
ამ ინტერვიუების ავტორები პირდაპირ მიუთითებენ სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციაზე. აცხადებენ, რომ 2012 წლამდე თითქმის 100 პროცენტი საქმეებისა კონტროლდებოდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ვითარება თიტქოს შეიცვალა და სასამართლო გათავისუფლდა, მაგრამ ისინი ამბობენ, რომ ეს არის მხოლოდ ილუზია. ვინაიდან კონკრეტული ინტერესის საქმეებზე, ვინაიდან მაღალი პოლიტიკური ინტერესის მქონე საქმეებზე, ელიტური ჯგუფებისთვის მარტივად არის მისაღწევი სასურველი შედეგი.
საერთაშორისო გამჭვირვალობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ კვლევამ დაადასტურა სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები, მათი განცხადებით ვიტარება არის მწვავე.
guriismoambe.com