სპეციალისტები მაღალი ტემპერატურის გამო ქრონიკული დაავადებების გამწვავებაზე საუბრობენ

გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ლელა სტურუა აცხადებს, რომ მაღალი ტემპერატურის გამო, ქრონიკული დაავადებების გამწვავება ხდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

სტურუა ამბობს, რომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვებს, მოხუცებსა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებს.

მისივე თქმით, ქრონიკული დაავადების მქონე პირებმა, რომლებიც მედიკამენტოზურ მკურნალობაზე იმყოფებიან, აუცილებლად უნდა მიმართონ თავიანთ მკურნალ ექიმს, რადგან შესაძლებელია, გადაიხედოს მკურნალობის რეჟიმი, ან მედიკამენტის დოზა შეიცვალოს.

„დღეში რამდენჯერმე ვეცადოთ მივიღოთ გრილი შხაპი, თუ ამის საშუალება არ არის, სველი პირსახოცი ან ზეწარი გამოვიყენოთ. თუკი 35 გრადუსზე მაღალია ტემპერატურა და ვერ ვახერხებთ გაგრილებას, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციაა, თუ პატარა ბავშვი გვყავს, წავიდეთ იქ, სადაც გრილა.

მაღალმა ტემპერატურამ შეიძლება გამოიწვიოს მზის დაკვრა, სითბური დაკვრა, დამწვრობა.” – განაცხადა ლელა სტურუამ.