ირანი ამერიკას საჰაერო თავდასხმით ემუქრება.

ირანი თავდასხმას განახორციელებს  აშშ-ს სამხედრო ძალებზე, რომელიც სპარსეთის ყურეშია განთავსებული და შეუტევს ისრაელს, თუკი აშშ მათ წინააღმდეგ ოდესმე  ავიამზიდებს გამოიყენებს, — ეს ირანის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ალი მოტაჰარიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ს სამხედრო ძალებმა რეგიონში „ფსიქოლოგიური“ ომი წამოიწყეს. იგი აფრთხილებს ტრამპს, ახლო აღმოსავლეთის რეგიონზე თავდასხმას  მოერიდოს.

მსგავსი კომენტარები ირანის მხრიდან მას შემდეგ წამოვიდა, რაც პენტაგონმა სპარსეთის ყურეში USS Lincoln-ის  ავიამზიდები განათავსა. თეთრი სახლის განცხადებით, ეს ირანის მხრიდან საფრთხეების „მკაფიო მინიშნების“ წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ რეგიონში აშშ-მ დამატებით,   B-52 ტიპის ბომბდამშენები გაგზავნა.

მოტაჰარიმ FARS NEWS AGENCY-ს განუცხადა, რომ „სპარსეთის ყურეში აშშ-ს მიერ სამხედრო ძალების განლაგება  ფსიქოლოგიური დარტყმის მიყენების მცდელობაა.ომისთვის ისინი მზად არ არიან , განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისრაელი ჩვენთან ასე ახლოსაა.“

„თუ ამერიკელები ნაბიჯს გადადგამენ, ჩვენ მათ საპასუხო დარტყმას მივაყენებთ,“ – აცხადებს ირანის რევოლუციური გვარდიის საჰაერო ძალების ხელმძღვანელი ალი ჰაჯიზადეჰი.

გარდა იმისა, რომ ირანს მოკავშირეები ლიბანის ჰეზბოლაში და პალესტინის ისლამურ ჯიჰადში ჰყავს, ეს ქვეყან ასაფეთქებელ რაკეტებს  ფლობს, რომლებსაც ისრაელი მიზანში  ჰყავთ ამოღებული.

იმის შიშით, რომ „ყველაფერი მოსალოდნელია“, ისრაელის ყოფილი ფინანსთა მინისტრი Ynet news-თან ინტერვიუში ამბობს: „მდგომარეობა დაძაბულია, მე ვეღარაფერს ვმართავ. ირანმა შესაძლოა ისრაელზე რაკეტები მომართოს. ამერიკულმა სანქციებმა ირანის ეკონომიკა წელში გატეხა და სანქციების ახალი, უფრო მძლავრი ტალღა კიდევ მოემართება.“

თეირანში ამბობენ, რომ სპარსეთის ყურეში აშშ-ის ყოფნა დასრულდა და სამხედრო ძალებმა რეგიონი უნდა დატოვონ.
commersant.ge.