თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, საქართველოში 95% ეწინააღმდეგება.

წლეულს, 18-23 ივნისისთვის ლგბტ ჯგუფმა დააანონსა საზეიმო ღონისძიებების მთელი დაწყება, რომლებიც ბოლოს დედაქალაქის რომელიმე ცენტრალურ უბანში გრანდიოზულმა მსვლელობამ, ანუ ღირსების მარშად წოდებულმა გეიაღლუმმა უნდა დააგვირგვინოს.  მას უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და  მათ აქტივისტებთან ერთად აქტიურ მონიტორინგს ამერიკის  საელჩოც გაუწევს. როგორც  დიპლომატიური უწყების საზოგადოებრივი  ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსმა ჯეფ რენომ განაცხადა, ისინი დაგეგმილი  კვირეულის ფარგლებში პროცესების დინამიკას ყურადღებით დააკვირდებიან.  ამადამიანთა უფლებების  დაცულობა  ქვეყნის განვითარების უმთავრესი წინა პირობაა  და მნიშვნელოვანია, კვირეულმა  მშვიდობიან გარემოში ჩაიაროს: “ივნისამდე დროა, დაველოდოთ.  ყველა მოქალაქის, ყველა ადამიანის უფლება დაცული უნდა იყოს.  საზოგადოდ, უფლებების დაცულობა მიუთითებს ქვეყნის განვითარებაზე…”

ასეთი სიახლე არ სჭირდება საქართველოს, ეს არ არის განვითარებისა და წინსვლის გზა, ეს სატანის გზაა!

თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, საქართველოში 95% ეწინააღმდეგება.

ლგბტ პირებსა და ზოგადად მათ ავადმყოფურ მოთხოვნებს ქართველი ხალხი ყოველთვის მწვავედ აპროტესტებს და საკანონმდებლო ორგანოს მოუწოდებს, მსგავსი თემების განხილვისგან თავი შეიკავოს, აზრადაც არ გაივლოს მსგავსი სისულელე, რადგან საქართველო ის ქვეყანა არ არის, ხალხისთვის მიუღებელი კანონის დარღვევის ვინმეს რომ შეეშინდება.

ჩვენი დასავლელი “მეგობრებისგან” გამუდმებით ვისმენთ მოწოდებებს ადამიანის უფლებების დაცვაზე, განცხადებებს იმის თაობაზე, რომ დემოკრატია არის მთავარი მიღწევა, რომელიც საქართველოს მიმზიდველ ქვეყნად და გეოპოლიტიკური ოჯახის წევრად გვაქცევს ა.შ.

მაგრამ რაში გვჭირდება დასავლეთი,  როგორც  გეოპოლიტიკური ოჯახი,  თუ ის ჩვენი ტრადიციებითა და კულტურული იდენტობით არ მიგვიღებს და თვითონ დაგვიდგენს ცხოვრების ახალ წესებს,  ტრადიციებს?! არც უსაფრთხოება, არც პოლიტიკური მხარდაჭერა და მით უფრო, არც უსასრულო დაპირებები ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე არ ღირს იმად, რომ ჩვენი კულტურული იდენტობა, ჩვენი ტრადიციები და სახელმწიფოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა ფასეულობები დავკარგოთ.

ასე ფიქრობს დღეს ყველა პროგრესულად მოაზროვნე ქართველი თუ საქართველოში მცხოვრები არა ქართველი.

ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ “ძველის მცველი და ახლის უარმყოფელი” ერი.

Geworld.ge.