არჩევნების გაყალბებას აპირებს 2020 წელში. ანტიქართული ხელისუფლება ხართ უკვე შინაარსით.

დაგამხობთ რევოლუციით… წალეკილი იქნები, გასრესილი იქნები… ეს იქნება სომხური რევოლუცია…. მოგადგება იმ შენობასთან 50 ათასი კაცი… დარჩები მარტო და გარეთ იქნება 50 ათასი ქართველი“, ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილს ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და ყოფილი კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „კავკასიას“ პირდაპირ ეთერში, გადაცემა „სპექტრში“ სტუმრობისას.

GUARDIAN.GE  გთავაზობთ გუბაზ სანიკიძის განცხადების არასრულ ვარიანტს. 

„არჩევნების გაყალბებას აპირებს 2020 წელში და ის კი არ იცის, რომ რომ გააყალბებს და იმ დღესვე რევოლუცია რომ მოხდება აქ. არ იცის. მე არ მინდა, ბევრს არ გვინდა, მაგრამ ხალხი უკვე ამ ჭკუაზე მოდის, რომ ესენი ისე არ წავლენ. ეს არის ძალიან ცუდი განაჩენი ქართველი ხალხისგან ძვირფასო „ქოცებო“ და ბიძინა ივანიშვილო. და ქართველები არიან ამბოხების ხალხი. მთელი 3 ათასი წელია, საქართველოს ისტორია არის აჯანყებების ისტორია. მასობრივად ლაპარაკობს ხალხი, მაგი ისე არ წავა. იფიქრეთ ამაზე. დათმეთ ის საარჩევნო კანონმდელობა და გააუქმეთ ის ყაჩაღების მანდატები მაჟორიტარების, რომელიც ქვეყანას ძირავენ უკვე ამდენი ხანია. ჩატარდეს წესიერ არჩევნები. სხვას ხომ არაფერს არ ვითხოვთ, 10 პროცენტს აიღებს ვინმე, 10 პროცენტი უნდა ჰყავდეს დეპუტატების. საღვთოში და საკაცოში როგორც არის, ისე იყოს. 30 პროცენტს აიღებს, 30 პროცენტი უნდა ჰყავდეს დეპუტატების. არ იზამთ ამას? ე.ი. ეს არის სიგნალი თქვენგან, რომ თქვენ აპირებთ არჩევნების გაყალბებას „ქოცები“ და მე გპასუხობთ პირდაპირ და მარტო ჩემი სახელით არა, ძალიან ბევრის სახელით, რომ თუ გააყალბებთ, რომ დარჩეთ ხელისუფლებაში, დაგამხობთ რევოლუციით. ასე იქნება – რევოლუციით დაგამხობთ. ასე იქნება და მაგ პეროდისთვის ოპოზიციას თავი მოყრილი ექნება უკვე. ეს იქნება სომხური რევოლუცია. არც ერთი პოლიციელი, არც ერთი ჯარისკაცი ხალხს არ ესვრის. ბატონო ბიძინა, გაითვალისწინეთ. თქვენი გულისთვის მომიტინგეებს არ ესვრის, თოფს კი არა, ქვას არ ესვრის არავინ. და მოგადგება იმ შენობასთან, ამოვა ის 50 ათასი კაცი, ამოვა. შევარდნაძეც ასე იყო, არ სჯეროდა, არ სჯეროდა, არაადეკვატური იყო თვითონაც შევარდნაძე, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მივედით იქ, 100 მეტრში დავდექით რეზიდენციასთან, არაფერს არ ვაპირებდით. ადგა და გადადგა, წავედი სახლშიო, თქვა. და იმაზე უფრო მეტი გამწარებაა ახლა ხალში და იმაზე უფრო დიდი პროტესტია კაცო.

ანტიქართული ხელისუფლება ხართ უკვე შინაარსით. სახიფათო ხდებით უკვე ქვეყნისთვის. და რეპრესიებზე არც გაივლოთ ყურადღება. საერთოდ, ერთი წამით არ იფიქრო რეპრესიებზე ბიძინა ივანიშვილო. იმიტომ, რომ პუტინის სტილით მართვა საქართველოში არ გამოდის. იმას „ფე-ეს-ბე“ უდგას უკან. 300-წლოვანი იმპერია აქვს, 300-წლოვანი და ეს სტრუქტურები აქვს თაობების განმავლობაში და შენი სპეცსამსახურები არის ჭორ-ბიურო, მეტი არაფერი. არაფერზე არ დგახარათ. არც ჯარი, არც პოლიციელი და არც სპეცსამსახური თქვენკენ არ იქნება, დარჩები მარტო და გარეთ იქნება 50 ათასი ქართველი.

 
„მორალური განაჩენი გამოტანილი აქვს ქართულ ოცნებას. დამთავრდა ეს ამბავი უკვე. ხმა, კრინტი არ დაძრათ. ანანიმშიკებით მოკალით ქალი [ია კერზაია], ანანიმკების მკითხველი ხელისუფლება ხართ, სამარცხვინო, სამარცხვინო… და საერთოდ, ჩვენს რელიგიაში იუდა ჰქვია მაგას. იუდას გზაზე ხართ შემდგრები. ადამიანი მოკალით, ქალი მოკალით, არაჩვეულებრივი, დამსახურებული ქართველი მასწავლებელი; მოკალით თითისტოლა ბიჭი, ქისტის ბიჭი, რისთვის მოკალით?! დააქციეთ ის ოჯახი და დააბრალეთ, რომ არის კაცის მკვლელი, მორალურ ტერორს ყოველდღე თქვენ ჩადიხართ. როგორც იქცევა „ქართული ოცნება“ ეს არის ტერორი საკუთარ მოსახლეობაზე და ამ დროს, ნებისმიერ, ერს, ნებისმიერ ხალხს და ბრბოსაც სხვათა შორის, თქვენ წარმოიდგინეთ, სხვადასხვა კატეგორიებია, აქვს უფლება აჯანყების. მორჩა და გათავდა. თქვენ ვინა ხართ ხალხო? შაჰ აბასს ავუჯანყდით და თემურ ლენგს ვუჯანყდებოდით და მონღოლებს ვუჯანყდებოდით და ვის არ ვუჯანყდებოდით და ცხვირ-პირსაც ვამტვრევდით, სხვათა შორის სერიოზულად. საბოლოო ჯამში მაინც ჩვენ ვიგებდით ხომ? გამოვიდა ეს ჯალალედინი, მოაჯდა ქალაქს რაა. ყველაფერი მისია. რასაც იკითხავ – იმისია, იმისია… იმისია იმისია. დაუკვირდით, რაც მისია, ყველაფერი გაჩერებულია. ეს შემთხვევით არის? დავალება ხომ არ გაქვს, რომ გააჩერო საერთოდ ქვეყანა. ვალდებულებები ხომ არ არის, რომ ქვეყანა უნდა გააჩერო და მერე იაფად გაიყიდოს. წალეკილი იქნები, გასრესილი იქნები ისტორიის მიერ.

საქართველოს ისტორია არის რაღაც დიდი პიესასავით, დრამატულ პიესასავით. ახლა ამნაირი ეპილოგი, ჩამორჩენილი, რომ ბიძინაზე დამთავრდეს, არ ეკადრება ამ ქვეყანას. ამის ხელში ეს ქვეყანა არ დამთავრდება. ფარნავაზით დაიწყო და ბიძინათი ამთავრებს კაცო? არა, ეს უსამართლობაა, ღმერთი ამას არ დაუშვებს და არც ადამიანი სხვათა შორის და არც ქართველი ხალხი… ყველა არის შეთანხმებული ბატონო ბიძინა, თქვენ რომ გასაშვები ხართ. შეუთანხმებლობა არის ერთ საკითხში – მიშა რომ მობრუნდეს რა მოხდება, თორემ თქვენ გაშვებაზე არის ყველა შეთანხმებული. აი, ეს ორი ნაწილი თუ შეთანხმდა, ვინც იძახის, რომ მიშა რომ მობრუნდეს, რა ვქნათ და მეორე ნაწილი იძახის, რომ არ აქვს მაგას უკვე მნიშვნელობა. ეს ორი ნაწილი თუ გაერთიანდა, დამთავრებულია თქვენი ამბავი. გუდავ ქვეყანას, ჟანგბადი აღარ აქვს, გუდავს ქვეყანას. სერიოზული საგარეო ინვესტიციები გააჩერა. ლაზიკა გააჩერა. იქ ჩინელებს ჰქონდათ სერიოზული ინევსტიციები. ჩინელები აქ რომ შემოსულიყვნენ, აფხაზეთი უკვე უთოფოდ იქნებოდა შემოერთებული, უთოფოდ, ჩამოსვამდნენ რუსებს ტანკებიდან იქ და გადააგდო ჩინელები“, განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.
Guardian.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან