პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისთვის არის განწყობილი.

რუსეთის პრეზიდენტისა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს შეხვედრამ, რომელიც სოჭში შედგა, 1,5 საათს გასტანა.

შეხვედრის დასაწყისში, პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ მისი ამერიკელი კოლეგა დონალდ ტრამპი, რუსეთთან ურთიერთობის აღდგენისთვის არის განწყობილი. პუტინმა აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთი განწყობილია აშშ-სთან სრულფორმატიანი ურთიერთობის აღდგენისთვის.

რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს აშშ-სთან სურს, ითანამშრომლოს ისეთ საკითხებში, როგორიც არის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების აღკვეთა, რეგიონალური კრიზისების მოგვარება, ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრა, ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვა. მისი თქმით, მხარეები ეკონომიკური თანამშრომლობისა და მსოფლიო ენერგეტიკული ბაზრების საკითხების განხილვას აპირებენ.

რუსული მხარიდან მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი.

მაიკ პომპეომ სოჭიდან დონალდ ტრამპისთვის წერილი წაიღო. 14 მაისს, მაიკ პომპეო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა.
ipress.ge.