ირანი: „ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, მაგრამ აშშ შუა აღმოსავლეთში მორიგ ომს ვერ გაუძლებს“.

ირანი დილპომატიიდან დაწყებული, კონფრონტაციით დამთავრებული,  ნებისმიერი სცენარისთვის მზად არის, მაგრამ აშშ შუა აღმოსავლეთის რეგიონში მორიგ ომს ვერ გაუძლებს, – ამის შესახებ ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა Reuters–სთან საუბრისას განაცხადა.

„რეგიონში ნებისმიერ კონფლიქტს წარმოუდგენლად ცუდი შედეგები მოჰყვება და ირანს ომი არ სურს“, – განუცხადა გამოცემას ირანის ხელისუფლების მაღალჩინოსანმა. 

ცნობისთვის: ბოლო პერიოდში ირანსა და აშშ–ს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბა. ცოტა ხნის წინ  ვაშინგტონმა რეგიონში ავაიმზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ და სტრატეგიული ბომბდამშენები განათავსა. დღეს კი აშშ–მა ერაყიდან დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა უმეტესობა გაიწვია.
accent.com.

კომენტარები ფეისბუქიდან