გადავხედოთ სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების სინოდების გადაწყვეტილებებს.

გადავხედოთ სხვა მართლმადიდებელი ქვეყნების სინოდების გადაწყვეტილებებს, პირველივე ჯერზე უარები განაცხადეს ბართლომეს გადაწყვეტილების მხარდაჭერაზე. ისინი არ ცნობენ უკრაინის ეკლესიას კანონიკურად. მართლმადიდებლური კანონიკური ნორმების მიხედვით თუ რომელიმე ქვეყნის მათლმადიდებელი ეკლესია არ დაუჭერს მხარს რომელიმე რელიგიურ ერთობას არ ჩაითვლება კანონიერ ავტოკეფალუად. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა წინააღმდეგია თითქმი ყველა წმინდა სინოდი, რომლებსაც სინოდის სხდომები არ გადაუდიათ ყველამ ერთხმად
განაცხადეს უარი. რუსეთის გარდა უარი დააფიქსირეს შემდგომმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა: სერბეთის წმინდა სინოდმა უარი განაცხადა ბართლომეს გადაწყვეტილების მხარდაჭერაზე. სერბეთი არ ცნობს ფილარეტს კანონიერ პატრიარქად და თავის სამწყსოს უკრძალავს მათთან ევქარისტიულ კავშირს. ანალოგიური პასუხი აქვს პოლონეთის მათლმადიდებელ ეპისკოპოსებს. პოლონეთის სინოდი უარს აცხადებს ფილარეტისა და მაკარის აღდგინებაზე. პოლონეთი აღიარებს მართლმადიდებელ ეპისკოპოსად მხოლოდ ონოფრეს. პოლონეთის სინოდის აზრით პილარეტი და მაკარი ვერ მოგვევლინებიან უკრაინის ეკლესიის ლიდერებათ მშვიდობის დამყარების საქმეში. უკრაინისათვის ავტოკეფალიის მინიჭებისათვის საჭიროა ყველა მართლმადიდებელი ადგილობრივი ეკლესიის მხარდაჭერა-ნათქვამია დოკუმენტში. უკრაინაში არსებობს რამდენიმე სქიზმატური რელიგია, რომლებმაც უნდა მოინანიონ და დაუბრუნდნენ კანონიურ ნორმებს- ამბობენ პოლონეთის ეპისკოპოსები. ბულგარეთის სინოდმაც ანალოგიურად არ დაუჭირა მხარი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს. ბულგარეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა ამ საკითხს სქიზმა უწოდა. სქიზმატიზმისათვის სასჯელის მოხსნა ხელეწიფება იმას, ვინც სასჯელი დაადო ( ანუ რუსეთის ეკლესიას) . ბულგარეთი აღიარებს უკრაინის მართლმადიდებლობის ჭეშმარიტ მამამთავრად მხოლოდ ონოფრეს. უარია ჩეხეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერაც. ჩეხეთის ეკლესიის მთავარეპისკოპოსი იოაკემე: მსოფლიო მართლმადიდებლობა უკრაინაში აღიარებს მხოლოდ ონოფრეს, როგორც ჭეშმარიტ სასულიერო პირს ანუ იერარქს. მსგავსი სქიზმატიზმი უნდა გამოვლინდეს და დაისაჯოს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ, ვინაიდან მართლმადიდებლობა დაფუძნებულია კრებსითობის პრინციპზე. ალბანეთი: ალბანეთის ეკლესიის კრებსითი აზრით ბართლომეს მიერ უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭება იქცევა დანაღბულ ველზე სიარულად- აცხადებს ალბანეთის ეკლესიის წინამძღვარი ანასტასია. ათონის მთა ცალსახად წინააღმდეგია და ამ თემაზე ინტერნეტში დევს ბევრი დოკუმენტი. ანტიოქიის ეკლესია: ანტიოქიის ეკლესიის აზრით უკრაინის ავტოკეფალიის მინიჭება გამოიწვევს მართლმადიდებლობაში განხეთქილებასა და ძმათამკვლელ ომს ( ანუ მესამე მსოფლიო ომს). ასეთია მსოფლიო ეკლესიების კრებსითი აზრები რომელიც დაფუძნებულია ქრისტესმიერ სწავლებაზე. ჩვენთან კიდევ რელიგიას რომ თავი დავანებოთ გამოიწვევს ჩვენი ავტონომიების საბოლოო დაკარგვას. ეს რელიგიური, პოლიტიკური საკითხები ძალიან კარგად იცინ ჩვენს საპატრიარქოში და ნათლად იციან სწორი პოზიცია რაიქნება. მაგრამ რატომღაც პირველივე ჯერზე პასუხი ვერ გამოიტანეს. საქართველოში არსებულმა სხვა რელიგიებმა , არასამთავრობოებმა და მსგავსმა სატელიტებმა კი დაუჯირეს მხარი უკრაინის საკითხს. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჩვენ მართლმადიდებელ სინოდზეა დამოკიდებული. ბლოგერი: გიორგი ფრანგიშვილი.

კომენტარები ფეისბუქიდან