ახალი დეტალები პრეზიდენტის სიძის მინდია გოგოჭურის დაჭრის სესახებ – „კურიერის“ ინფორმაციით, პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას შვილის მეუღლეს ჭრილობები საკუთარ ავტომობილში მიაყენეს. მარტოდ მყოფ გოგოჭურს ცეცხლი შენიღბულმა პირმა გაუხსნა. საქმის დეტალებს გოგოჭური გამოძიებას არ უყვება.
„კურიერის“ ინფორმაციით, საქმეში დევს რესპუბლიკური საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, საიდაც დგინდება, რომ დაჭრილი გოგოჭური კლინიკაში მისი ავტომობილით მიიყვანეს. პრეზიდენტის სიძე გადაუდებელი დახმარების ცენტრში მარტო შევიდა. ავტომობილი კი, რომელსაც, სავარაუდოდ, გოგოჭურის მეგობარი თორნიკე კაჭარავა მართავდა, ტერიტორიიდან რამდენიმე წუთში გავიდა.
ამ ავტომანქანას პოლიცია ეძებს, რომლიც „კურიერის“ ინფორმაციით, გადამალულია. თორნიკე კაჭარავასთან დაკავშირება ვერ ხერხდება. მისი ადვოკატი ამბობს, რომ კაჭარავა თბილისში არ იმყოფება.
შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, მას ოპერაცია ჩაუტარდა და მკურნალობას სამედიცინო დაწესებულებაში განაგრძობს.
NEWPOSTS.GE