გაყალბების კიდევ ერთ სქემა ზუგდიდში – გადასატან ყუთებზე განცხადებები ერთი ხელითაა დაწერილი და იდენტური ხელმოწერები ახლავს.

ოპოზიცია ზუგდიდის არჩევნებთან დაკავშირებით მორიგ დარღვევაზე საუბრობს. მათი განცხადებით 81-ე უბანზე გადასატანი ყუთით სარგებლობის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადებები მდივნის მაია ანთელავას ხელითაა დაწერილი და მათ იდენტური ხელმოწერები ახლავს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული საარჩევნო უბანი განთავსებული ზუგდიდის #6 სკოლაში, რომლის ყოფილი დირექტორიც, გარდაცვლილი ია კერზაია გასული წლის არჩევნებზე მის მიმართ ზეწოლაზე საუბრობდა.

გაერთიანებული ოპოზიცია გაყალბების კიდევ ერთ სქემაზე საუბრობს. ისინი ამტკიცებენ, რომ გადასატან საარჩევნო ყუთების სიებში არიან ისეთი ადამიანები, ვისაც გადაადგილების პრობლემა არ აქვს. გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა დღევანდელ სხდომაზე მტკიცებულებები მიიტანეს, თუმცა ზუგდიდის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მათ არ მოუსმინა და სხდომა საკითხების განხილვის გარეშე დაასრულა.
axalitaoba.

კომენტარები ფეისბუქიდან