ოჯახი მხოლოდ მამაკაცისა და  ქალის ერთობაა.

რა უბედურება აღარ უნახავს კულტურულ კაცობრიობას ძველი ეგვიპტიდან,  ელადიდან, რომიდან მოყოლებული დღემდე და, მათ შორის,  საქართველოსაც… რამდენ ბარბაროს  დაპყრობელს ნაცარტუტად უქცევია ამა თუ იმ ერის საუკუნეების განმავლობაში ნაშენებ–ნაღვაწი და, მათ შორის,  ქართველების; რამდენი რელიგიის თავს მოხვევა არ უცდიათ დაპყრობილი ერებისთვის, მათ შორის ქართველებისთვისაც, მაგრამ არავის, კერპთაყვანისმცემლებით დაწყებული და  ქრიატიანობა–იუდაიზმ–ისლამით დამთავრებული, არც ერთ რელიგიას არ შეუტანია ეჭვი იმაში, რომ ოჯახი მხოლოდ მამაკაცისა და  ქალის ერთობაა.

ქრისტიანულ ზნეობაზე აღმოცენებული ევროპული (დასავლური) ცივილიზაციის ქვეყნების მოსახლეობის უმრავლესობა, სულ რაღაც, 40-50 წლის წინათ წარმოიდგენდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც იმის მტკიცება იქნებოდა საჭირო, ქალი ქალია და მამაკაცი _ მამაკაცი?! რომ ოჯახი არის დედა და მამა და არა ერთი და იმავე სქესის მქონე მშობელი #1 და მშობელი#2? და კიდევ აბსურდამდე მისული ათასი რომ…

სანამ წერილის მთავარ თემას გავშლი, ვიტყვი, რომ გაეროსთან არსებული “მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის” მიერ 1990 წლის 17 მაისს დაავადებების სიიდან მამათმავლობის ამოღების შემდეგ დაიწყო ლგბტ-თა “ტრიუმფალური” სვლა… ჯერ _ ადამიანის უფლებების დაცვის კამუფლაჟით პრივილეგიების მოპოვებისკენ, ხოლო როდესაც მიზანს მიაღწიეს, იმავე კამუფლაჟით დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ამერიკის ხელისუფლებების მაღალ ეშელონებშიც შეაღწიეს.

აქედან გამომდინარე, დასავლეთში ქალაქის გაცხადებული მამათმავალი მერები, დეპუტატები და მინისტრებიც ჰყავთ. მაგალითად, გერმანიის ყოფილი საგარეო მინისტრი და ყოფილი ვიცეკანცლერი გიდოვესტერველე ჯერ კიდევ ამ პოსტზე ყოფნისას გათხოვდა.

ამას წინათ ბრიუსელში გამართული ნატოს სამიტის პროტოკოლურ ღონისძიებაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი სახელმწიფოების პირველი პირების ცოლებთან ერთად ფოტო ერთმა გარეგნობით მამაკაცმაც გადაიღო ლუქსემბურგის პრემიერმინისტრ ქსავიე ბეტელის  მეუღლის სტატუსით. თავდაპირველად ვიფიქრე, ალბათ, ლუქსემბურგის პირველი პირი ქალია-მეთქი, მაგრამ, თურმე ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების გამო “ბრწყინავდა” მელანია ტრამპის  გვერდით ლუქსემბურგის “პირველი ლედი” _ გოტიე დესტენე.

ერთი და იმავე სქესის მქონე პირებს შორის ქორწინება უკვე იმდენ სახელმწიფოშია ლეგალიზებული ან ნაწილობრივ ლეგალიზებული, გაერთიანებული სამეფოთი დაწყებული, აშშ-ბრაზილია კანადამდე, რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მხოლოდ იმას აღვნიშნავ, რომ ერთნაირსქიანთა შორის პირველი ქორწინება ოფიციალურად 2001 წელს დარეგისტრირდა ჰოლანდიაში, შემდეგ კი ეს “სიკეთე” ევროკავშირის წამყვან ქვეყნებშიც გავრცელდა.

ერთადერთი, დასავლეთის მმართველმა ნეოლიბერალურმა ელიტებმა მართლმადიდებელ (რომ არაფერი ვთქვათ, ისლამურ სამყაროზე)  ქვეყნებს ვერ მოუხერხეს ვერაფერი.  არა, აქა–იქ გეიაღლუმები კი გაიმართა, მაგრამ ერთნაირ სქესიანთა ქორწინებაზე ჯერჯერობით ლაპარაკი არ არის და არც იქნება(?), სანამ არსებობს მართლმადიდებელი რუსეთის უდიდესი და უმდიდრესი ეკლესია, როგორც უპირობო ლიდერი მართლმადიდებელი სამყაროსი.

რა იქნება ხვალ, მხოლოდ უფალმა უწყის.

დღეს კი ერთი რამის თქმა თამამად შეიძლება: ევროპის ლგბტ–ების ოკეანეში მხოლოდ საქართველო და რუსეთია ის იშვიათი გამონაკლისი კუნძულები,  რომლებზეც, ერთნაირსქესიანი ქორწინებები კი არა, გეიაღლუმიც ვერ ჩაუტარებიათ,  საქართველოში _ ეკლესიისა და საზოგადოების ძალისხმევით, ხოლო რუსეთში _ ამ ყველაფერს პლუს რუსეთის პარლამენტის მიერ მიღებული კანონი,  რომლის ძალითაც ქვეყანაში  აკრძალულია გეიპროპაგანდა არასრულწლოვანთა შორის 99 წლის ვადით, რაც იმას ნიშნავს, რომ გეიაღლუმის მცდელობასაც კი კანონის ძალით “მიბერტყავენ”, რადგან პედერასტების მსვლელობა ისე ვერ ჩატარდება, რომ არასრულწლოვანებმა თვალი ვერ მოჰკრან ქალაქის ცენტრში ლგბტ–თა ბაირაღების ფრიალსა და მათი “კურტუმოების” მურდალ ქნევას,  რაც, 2013 წლის 2 ივლისს მიღებული კანონის მიხედვით, გეიპროპაგანდაა.

ჟურნალისტის კითხვაზე _ რატომ შლიან გეიაღლუმებს, რატომ არ აკანონებენ ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინებებს, ეს ხომ დემოკრატიული ნორმების დარღვევაა? _ რუსეთის პრეზიდენტმა დაახლოებით ასე უპასუხა: “ახლა სადმე, ჩეჩნეთში ან რუსეთის რომელიმე გუბერნიაში რომ ჩავიდე და მსგავსი რამ შევთავაზო ადამიანებს, ისინი მიიღებენ თქვენს დემოკრატიულ ნორმებს?” _ კითხვა შეუბრუნა პუტინმა ლიბერასტ ჟურნალისტს და იქვე დასძინა: “ხალხი იარაღს აიღებს ხელში და თქვენს დემოკრატიას არ მიიღებს, რადგან ის, რაც მისაღებია დასავლეთისთვის, ზოგჯერ მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ ჩვენი სუვერენული დემოკრატია გვაქვს!

მას შემდეგ ფრაზა “სუვერენული დემოკრატია” რეფრენად იქცა და დასავლეთი მიხვდა, რომ მსგავსი მეთოდებით რუსეთის (წაიკითხე, მთელი მსოფლიოს) ლგბტ-ზაცია, რომელიც პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად იქცა, შეუძლებელი იყო და ტაქტიკა შეცვალეს.

აშშ ყოველწლიურად 70-90 მილიარდი რუბლით (მილიარდ-ნახევარი დოლარი) აფინანსებს პუტინის ე.წ. არასისტემურ ოპოზიციას და არასამთავრობო სექტორს, რომელთა მთავარი მიზანი რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან ბრძოლა და, პარალელურად, ნებისმიერი საბაბით, პედერასტების აღლუმის დარბევა იქნება თუ ძეხვის გაძვირება, ხალხის ქუჩაში გამოყვანა, ე.წ. მაიდნის მოწყობა და პუტინის ხელისუფლების დამხობაა. მსოფლიოს მართლმადიდებელთა ლიდერისა და იმედის, რუსული ეკლესიის, წინააღმდეგ ბრძოლა რითაც დასრულდა, ეს მოსკოვის ერთ-ერთი ეკლესიის საკურთხეველში შევარდნილი “მუსიკოსი პროსტიტუტკების” მაგალითზე მსოფლიომ იხილა და არა მგონია, მსგავსის რამის ჩადენის სურვილი ვინმეს გაუჩნდეს ახლო მომავალში… რაც შეეხება მაიდანს, ესეც უტოპიაა, რადგან არასისტემური ოპოზიციის ლიდერი ნავალნი, ზღაპრული დაფინანსების მიუხედავად, 2-3 ათასი კაცის მობილიზებას თუ ახერხებს. ყოველ შემთხვევაში ასე იყო ახლახან, “რუსეთის დღის” ჩაშლის მცდელობისას. ქვეყანაში არეულობის მოწყობის უშედეგო მცდელობების მთავარი მიზეზი, სამართალდამცველთა სიფხიზლესთან ერთად, მაინც ის მგონია, რომ ნავალნიმ და არასამთავრობო სექტორმა მასობრივად ვერ აიყოლიეს ახალგაზრდობა.

საქართველოშიც ებრძვიან ეკლესიას: არასამთავრობო ხლისტები საქართველოს პატრიარქის გადადგომას მოითხოვენ, საკუთარი დედის მიმართ სექსუალური ფანტაზიებით დაავადებული “მწერალი” ზაზა ბურჭულაძე კი _ პატრიარქის გამომწყვდევას ზოოპარკის ვოლიერში. ეს ყველაფერი დღევანდელი ახალგაზრდების უმრავლესობას ფეხზე ჰკიდია, რადგან განათლების ყველა მინისტრის ხელში (კახაბერ ლომაიათი დაწყებული, ალექსანდრე ჯეჯელავამდე) ჩვენს შვილებს სკოლაში სამშობლოს სიყვარულის, საქართველოს ისტორიის მაგივრად იდიოტურ უნარ-ჩვევებს ასწავლიან.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დასავლეთს სურს, ჩვენმა შვილებმა  ბაგა–ბაღებიდანვე იცოდნენ, ვინ არის გეი, ლესბოსელი,  მათი გენიტალიები, რათა, როცა გაიზრდებიან, იმის მიუხედავად, ღმერთმა რომელი სქესით გააჩინა, თვითონ აირჩიონ  სქესიცადა ცხოვრების წესიც.  

ახლა ხელისუფლებაში მოკალათებული შინაური ლიბერასტების გასაგონად, რომლებიც გვეფიცებიან, რომ ევროპა თუ ნატო ძალით არ გაგვაელგებეტებს, ვამბობ: ჯერ _ ვინ გვიღებს ან ერთში,  ან მეორეში, მაგრამ ევროატლანტიკურ  გაერთიანებაში შეუსვლელადაც ხომ გვაიძულეს ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება. დავით მხეიძე.
Geworld.ge.