სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის გარდა, ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაციაზე დასწრების სურვილი გამოთქვეს , ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთისა და უნგრეთის პრეზიდენტებმაც.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის ინაუგურაცია 20 მაისს გაიმართება.
presa.ge.