ზუგდიდში ამომრჩეველთა აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის მაჩვენებელს აღემატება.

ზუგდიდში 10 საათისთვის ამომრჩევლის აქტივობამ 8,06% შეადგინა. ამის შესახებ ჟურნალისტებს #67 საოლქო კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა განუცხადა. 

ეს მაჩვენებელი საპრეზიდენტო არჩევნების ორივე ტურის მაჩვენებელს აღემატება.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში,10 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 5,5%-ს, ხოლო მეორე ტურში – 5,75%-ს შეადგენდა.

ზუგდიდის 82-ე უბანზე დილიდან ხმაური იყო. კომისიის წევრები და “ნაციონალური მოძრაობის” დამკვირვებლები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. ამჟამად სიტუაცია დასტაბილურდა.

დღეს საქართველოში მერების რიგგარეშე და საკრებულოს შუალედური არჩევნებია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 410 საარჩევნო უბანზე 402 091 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

19 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებულია დაკვირვების უფლების მქონე 6 556 წარმომადგენელი.
info9.ge.