მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურების შეფასებები ბართოლომეოსის მოქმედებებზე.

რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას უკრაინის ავტოკეფალიის საკითხში  მხარი დაუჭირეს 11 კანონიკური ეკლესიის მეთაურებმა:

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ; იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილემ; სევასტიის (იერუსალიმის საპატრიარქო) არქიეპისკოპოსმა თეოდოსიმ; ალექსანდრიისა და სრულიად აფრიკის პატრიარქმა თევდორე II-მ, ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქმა იოანე X-მ; სერბეთის პატრიარქმა ირინეიმ, ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიწების მიტროპოლიტმა როსტისლავმა; ბულგარეთის პატრიარქმა ნეოფიტმა; ლოვეჩის (ბულგარეთის ეკლესია) მიტროპოლიტმა გაბრიელმა, კიტროსის, კატერინისა და პლატამონიის მიტროპოლიტმა გიორგიმ (საბერძნეთის ეკლესია); ლიმასოლის მიტროპლიტმა აფანასიმ (კვიპროსის ეკლესია).

თავი შეიკავეს ამერიკის, რუმინეთისა და ალბანეთის ეკლესიების მეთაურებმა, თუმცა წინააღმდეგი არავინ წასულა და კონსტანტინოპოლის პატრიარქის პოზიციაზე არ დამდგარა.

აი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის განცხადება:  “უკრაინის საკითხის მიმართ მისი უწმინდესობის,  პატრიარქ კირილეს თვალსაზრისი განსხვავდება მსოფლიოს პატრიარქის თვალსაზრისისგან, რადგან პატრიარქი კირილე მხარს უჭერს მხოლოდ  კანონიკურ ეკლესიას მიტროპოლიტ ონოფრეს მეთაურობით”.
Geworld.ge.

კომენტარები ფეისბუქიდან