ფულის ჩამორიგება სიგარეტის კოლოფებით.

პარტია “კანონი და სამართალის” დამფუძნებელი თაკო ჩარკვიანი სოციალური ქსელში წერს, რომ “ქართული ოცნების“ მმართვლობა უახლოეს მომავალში დასრულდება და ხალხი “ტერორისგან და წვალებისგან“ გათავისუფლდება.

 

“ფულის ჩამორიგება სიგარეტის კოლოფებით, უკვე თავად ნახეთ კადრები, თუ რაიმე სიბინძურე არსებობს, ყველაფერი იკადრეს და ვინმემ უნდა დაიჯეროს, რომ 90-იანების ტერორგამოვლილმა სამეგრელომ, ზედ რომ გადაუარეს, იმ დროის კრიმინალებთან შეკრული ხელისუფლება აირჩია?! – არც არავინ დაიჯერებს!

 

ჰოდა, ამიტომ ბრძოლა და ბრძოლა – დემოკრატიული, განვითარებული ქვეყნისთვის, საქართველოს წარსული და მომავალი ილიაა – განვითარება და არა 90-იანების კრიმინალებთან გარიგებული ხელისუფლება! წინ ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გადარჩენისთვის ბრძოლაა, დიდი ბრძოლა.

 

ახლა იწყება, რაც იწყება. სისტემა სახელმწიფოებრიობის და დემოკრატიის, ძირშივე გამანადგურებელი საარჩევნო სისტემა სასწრაფოდ შესაცვლელია და დასრულდება ხალხის “გადაგდება”, ტერორი და წვალება! არჩევანი – არჩევნების მოსაპოვებლად! აი ეს ბრძოლა იწყება ! გარეთ კი 21-ე საუკუნეა – ვაი სირცხვილო, ეს ვინ მოვიყვანეთ“,- წერს ჩარკვიანი.
2020news.ge.
 

კომენტარები ფეისბუქიდან