სამეგრელოზე-აფხაზეთი, პანკისზე- აზერბაიჯანი.. იქით თურქეთი აჭარაზე პრეტენზიას აცხადებს , რა დროს ერთმანეთთან კონკლაობაა.

სამეგრელოზე-აფხაზეთი, პანკისზე- აზერბაიჯანი.. იქით თურქეთი აჭარაზე პრეტენზიას აცხადებს , რა დროს ერთმანეთთან კონკლაობაა?“ საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე რეალურია“-ვაჟა კაკაბაძე

„პროგრესნიუსს“ ეკონომიკის  მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ–გეოლოგი, საქართველოს  საინჟინრო აკადემიის წევრ–კორესპოდენტი, მწერალი ვაჟა  კაკაბაძე ესაუბრა:

   მიუხედავად იმისა, რომ ვლადიმერ ჟირინოვსკის საქართველოში ბევრი სერიოზულად არ აღიქვამს და კომიკურ პერსონად მიაჩნია, მას რუსეთში პრეზიდენტის რუპორს ეძახიან. ჟირინოვსკი გახლავთ ლიბერალურ-დემოკრატიული  პარტიის უცვლელი ლიდერი, რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი თავჯდომარის მოადგილე, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის საბჭოს წევრი, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ხუთგზის მონაწილე და პუტინთან დაახლოებული პირია. შესაბამისად, მისი განცხადებები მნიშვნელოვანი და ყურადსაღებია, თუმცა, სანამ ჟირინოვსკის 9 მაისის განცხადებას შევეხები, მცირე ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ. გავიხსენოთ რუსეთის მეფის ნაცვალი საქართველოში მიხეილ ვორონცოვი, რომელმაც ქართული ხრელოვნებისა და კულტურის აღორძინებისთვის ბევრი კარგი საქმე გააკეთა, თუმცა, მიზანი ამ გზით რუსეთის ინტელიგენციისა და წარჩინებული ოჯახების დაინტერესება და  ჩამოსახლება გახლდათ.  „საქართველო რუსეთის პროვინციაა, მაგრამ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს ჩვენს წარჩინებულებს აქ დასახლებაში.“ – ამბობდა ვორონცოვი. სწორედ ეს გახლავთ ანექსია, რომლის დროსაც ოსტატურად იყენებენ ხელოვნებას და კულტურას ანუ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი მიმართულება. მეფის რუსეთიდან  საბჭოთა კავშირზე გადავიდეთ და გავიხსენოთ სსკპ მეორე მდივანი,  ქართველთმოძულე სუსლოვი, რომელიც ამბობდა – ადრე თუ გვიან, ქართველები დამოუკიდებლობას მოინდომებენ და მათთან ბრძოლა აფხაზეთიდან, სვანეთიდან და სამეგრელოდან უნდა დავიწყოთო. იგივეს ამბობდა ასევე ქართველთმოძულე  ნიკიტა ხრუშოვი და აფხაზებთან გადამტერებით გვემუქრებოდა. 90 წლის მეორე ნახევარში რუსეთის პირველ პრეზიდენტს ბორის ელცინს და ბილ კლინტონს საიდუმლო შეხვედრა ჰქონდათ, სადაც მოხდა ასე ვთქვათ, ჯენლტმენური შეთანხმება, რომლის მიხედვით შეერთებული შტატები  პოსტსაბჭოთა ქვეყნების ნატოში შესვლას შეეწირააღმდეგებოდა. ეს შეთანხმება ბორის ელცინმა 1997 წელს, ჰელსინკში გაახმოვანა და თქვა, რომ თუ ამერიკა ჩვენს შეთანხმებას დაარღვევს, საქართველოში ჩემი წინამორბედების პოლიტიკას განვახორციელებო.  მისი წინამორბედები კი სწორედ ის ადამიანები გახლდნენ, რომლებზეც ზემოთ მოგახსენეთ..
_ რა კავშირშია ეს ამბები ჟირინოვსკის 9 მაისის განცხადებასთან?
_  ალბათ გახსოვთ, რომ ჟირინოვსკიმ ტელევიზიით მიმართა უკრაინის პრეზიდენტს და სააკაშვილი დაიცვა- ხელები შორს მიშიკოსგანო. რაში დაჭირდა ამის თქმა შეგვიძლია მხოლოდ ვივარაუდოთ, თუმცა  9 მაისს, რუსეთის ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა პირდაპირ განაცხადა: სამეგრელო და აფხაზეთი უნდა გავაერთიანოთ, აჭარა მივცეთ სომხეთს, რადგან სომხებს შავ ზღვაზე გასასვლელი არა აქვთ, პანკისის ხეობა ჩეჩნეთს უნდა გადავცეთ, ხოლო ბოლნისი და მარნეული აზერბაიჯანსო.
_ „მშვენივრად“ გაუნაწილებია..
_ ფაქტობრივად, ჟირინოვსკიმ გაახმოვანა ის, რასაც მანამდე ვორონცოვი, სუსხლოვი, ხრუშოვმა და სხვები ახმოვანებდნენ, ამიტომ შემთხვევითი არ მგონია ზუგდიდში, მერის არჩევნებზე ასეთი მწვავე დაპირისპირება, თუმცა ხაზგასმით ვიტყვი, რომ ოპოზიციას არაფერში ვადანაშაულებ. მათი დანაშაული მხოლოდ ის გახლავთ, რომ არ უყვართ ისტორიაში ჩახედვა და რაღაცეებზე დაკვირვება. სახელმწიფო სტრუქტურების გონიერების წყალობით, პანკისის ხეობაში არეულობა თავიდან ავიცილეთ. დავით გარეჯის ამბავი კი ის ნაპერწკალია, რომელმაც შეიძლება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ძალიან დიდი უსიამოვნება შექმნას. რამდენად გავწვდებით ამდენ პრობლემას? სამეგრელო-აფხაზეთი, პანკისი, აზერბაიჯანი.. იქით თურქეთი აცხადებს აჭარაზე პრეტენზიას. რა დროს ერთმანეთთან კონკლაობა?
_ სამეგრელოს აფხაზეთთან გაერთიანება დანარჩენ საქართველოსთან გაერთიანების წინაპირობად ხომ არ მოიაზრება?
_  თუ აფხაზეთის სამეგრელოსთან გაერთიანებაზეა საუბარი კი, მაგრამ იქნებ პირიქითაა? არა მგონია, რომ კრემლში აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების დარდით ათენებდნენ და აღამებდნენ. რამდენად რეალურია ეს გეგმა? ილია ჭავჭავაძე სამეგრელოში რომ ჩავიდა, თქვა სამეგრელოში ჩამოვედი და საქართველო ვნახეო, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ აქ არსებობს სეპარატისტული განწყობების მქონე ჯგუფებიც, რომლებიც მოითხოვენ სამეგრელოს დამოუკიდებლობას, საკუთარ დამწერლობას და ა.შ.  სხვათა შორის, მე მომხრე ვარ, რომ სკოლებში მეგრული და სვანური ენები ისწავლებოდეს, რომ არ იყოს განსხვავების საფუძველი კუთხეებს შორის და ამის შესახებ განათლების სამინისტროს მივწერე კიდეც.
მე ძალიან დამაფიქრა ზუგდიდში ჩასული მანანა არჩვაძის განცხადებამაც – მოღალატე მეგრელებს სურდათ სამეგრელოს დამოუკიდებლობა და ზვიად გამსახურდიამ ისინი შეაჩერაო.  დიახ, ნამდვილად ასე იყო. ერთი პერიოდი, მეც ვამბობდი, რომ ზვიად გამსახურდია დიდი პატრიოტია, მაგრამ შეცდომა დაუშვა თქო, მაგრამ დღეს ვხვდები, რომ არაფერში შემცდარა. რატომ არ გამოდიოდა ბუნკერიდან? იმიტომ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ელოდა. როგორც კი ერთი-ორი სახელმწიფოს მხრიდან აღიარება მოხდა, მაშინვე ბუნკერიდან გამოვიდა და ჩეჩნეთში წავიდა. არც მაშინ შემცდარა, როცა ჩეჩნეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. უკვე მაშინ უნდოდათ აფხაზეთისა და სამეგრელოს გაერთიანება და გამსახურდიას ჩამოსვლამ ეს ვერაგული გეგმა ჩაშალა. დიახ, ზვიად გამსახურდიამ ბევრი უბედურება ააცილა საქართველოს, თუმცა ამჟამად ეს საფრთხეები ისევ გაჩნდა.
_ ფიქრობთ, რომ ჟირინოვსკის მუქარა რეალურია და საქართველოს ტერიტორიების დაკარგვის საფრთხე ემუქრება?
_ მე არ ვიცი მომავალში  რა მოხდება, უბრალოდ მოგიყვანეთ ის გარემოებები, რომლებიც მაფიქრებინებს, რომ ასეთი საფრთხეები არსებობს. ასეთ ვითარებაში იმის ნაცვლად, რომ  პოლიტიკური სპექტრი გაერთიანდეს და ვერაგ მტერს ერთიანი ძალა დაუპირისპიროს, ერთმანეთთან კინკლაობით არიან დაკავებული. რუსეთში რაღაც რომ აქვთ ჩაფიქრებული, ხომ აშკარაა? ზოგჯერ ის ჟირონივსკი ნებით თუ უნებურად გვაფრთხილებს იმის შესახებ, რაც არის ჩაფიქრებული და შეიძლება რეალურად ამოქმედდეს. ხელისუფლებას და ოპოზიციას ცოტა მეტი ფიქრი და ანალიზი ჭირდება, თორემ ამდენ კინკლაობაში დაინგრა ქვეყანა ..
„პროგრესნიუსი“.
Geomediapres.ge.