TVM NEWS-ის მედია ჯგუფის ნამდვილი აღმოჩენა და მისი ნიუს სახე ქრისტინე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი მოზარდი გოგონაა, თუმცა როდესაც მას ინდური სამოსით სცენაზე იხილავთ მიხვდებით, რომ ინდური ცეკვის ნაომი კემბელია, მისი პლასტიკური მონაცემები ბევრად აჭარბებს დღეს საქართველოში არსებული ინდური ცეკვების ანსამბლის სხვა მონაწილეებს. პატარა ქრისტინე ჯერ სულ 14 წლისაა და მან თავისი ნიჭიერებით უკვე ირმის ნახტომით დაიპყრო ქართული შოუ-ბიზნესი, ყველგან სასურველი სტუმარია და თუ რაიმე მაღალი დონის, ელიტარული ღოისძიება ტარდება მთელი საქართველოს მასშტაბით იქნება ეს საქველმოქმედო, კომერციული, თუ სამთავრობო – ქრისტინე კაპანაძის გარეშე ნამდვილად არ ჩაივლის. ამჯერად დღეს 23 მაისს იგი მონაწილეობს უდიდესი სახალხო არტისტის – ჯემალ ღაღანიძის შემოქმედებით საღამოზე, სადაც ქრისტინეს ანსამბლ „განგა“ ოქროს სპონსორია, რომლის ორგანიზატორია საქართველოს კულტურული და ტრადიციული გაერთიანება „ქართველი“, ხოლო მასპინძლობს თბილისი არტ-ჰოლი და პატარა ქრისტინე ბატონი ჯემალის საპატივცემლოდ ექსკლუზიურ საცეკვაო ნომერს შეასრულებს, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ მოყვება პატარა ნიჭიერი მოცეკვავის ფან კლუბის ზრდა. დაგეგმილი აქვს ასევე 28 მაისს ქართველი პოპ-მომღერლის გიორგი შალვაშვილის სოლო კონცერტზეც მონწილეობა მომღერლის პატარა მეგობრის სტატუსით. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი ახლო მომავალში იგეგმება ქრისტინე კაპანაძის ინდური სამოსის სამოდელო ხაზიც და ასევე სულ რამდენიმე კვირაში პატარა მოცეკვავე თავის გულშემატკივრებს დიდ სიურპრიზსაც უმზადებს, რასაც ჩვენ მისი თხოვნით ჯერ გავასაიდუმლებთ. ქართული შოუ-ბიზნესის სახეები: გიორგი შალვაშვილი და იოანე ქართველი პატარა ნიჭიერ გოგონას უწინასწარმეტყველებენ ძალიან დიდ და წარმატებულ მომავალს და კარიერულ წისვლებს და რათქმაუნდა არც დანარჩენი შოუ-ბიზნესია გულგრილი ქრისტინე კაპანაძისადმი, უფრო პირიქითაც დღეს პატარა ნიჭიერი მოზარდი ძაიან ბევრი ცობადი სახის ყურადღების ობიექტივშია. აი რას ამბობს თავად ქრისტინე თავის განვლილ გზაზე: „14 წლის ასაკში ვამაყობ, რომ მიღებული მაქვს მრავალი ჯილდო და საჩუქარი, ინდური ცეკვა ჩემთვის ყველაფერია, როდესაც ვიცვამ ინდურ სამოსს და გავდივარ სცენაზე, ვატყობ ჩემში, როგორ სახლდება ინდური სული და მე ვცეკვავ მთელი არსებით. როგორც უკვე გითხარით ძალიან ვაფასებ ინდურ ტრადიციებსა და კულტურას, დამაჯილდოვა ჩემი ქვეყნის საკრებულომ, ინდოეთის საელჩომ და ტელევიზიამ ინდური ცეკვის საუკეთესოდ და განსხვავებული ქორეოგრაფიული ინტერპრეტაციისთვის. ვარ 2017 წლის ფიესტალონიის გამარჯვებული, მეგა პროექტების „ნიჭიერის“ და „შენ შეგიძლია ცეკვას“ ფინალისტი, მედია სააგენტო TVM NEWS-ის სახე, 2019 წელს გავხდი world rising star 2019-ის საუკეთესო მოცეკვავე და აგრეთვე მომანიჭეს ქორეოგრაფის კავშირის ქორეოგრაფისა და რეპეტიტორის დიპლომი და აგრეთვე იუნესკოს სერთიფიკატი, მაქვს ჩემი საკუთარი ქორეოგრაფიული სტუდია „განგა“.“ მადლობას ვუხდი ჩემს ყველა სპონსორს და მხარდამჭერს, პროდიუსერს, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ჩემს კარიერულ წინსვლასა და პოპულარიზაციაში.“
TVM NEWS-ის მედია ჯგუფი როგორც ყოველთვის ახლაც უდიდესი წარმატების მწვერვალების დაპყრობას უსურვებს ქრისტინე კაპანაძეს, როგორც მის აღმოჩენას, ნიუს სახეს და პატარა მეგობარს, ხოლო სრულიად ქართულ შოუ-ბიზნესს დელიკატურად მოუწოდებს, რომ არ დაავიწყდეთ, თუ ვინ იყო პატარა ნიჭიერის ფინალისტის პირველი პიარ-მენეჯერი. ესაა ჟურნალისტი მარიამ შენგელია, რომელიც არის და ყოველთვის იქნება პატარა ნიჭიერის პირადი პიარი. ქრისტინეს კი დიდი მადლობა იმისთვის, რომ ნებისმიერ სატელევიზიო, თუ რადიო სივრცეში ყოველთვის ახსენებს ჩვენ მედია სააგენტოს.