დავით-გარეჯში, ჩიჩხიტურის კოშკთან, აზერბაიჯანელებმა გზის გაყვანა დაიწყეს,საქართველოს მოღალატე მთავრობამ დავით-გარეჯი გაყიდა!„-ამ ინფორმაციას პარტია „მომავალი საქართველოს ლიდერი გიორგი ლაღიძე ავრცელებს.
„უკვე მეორედ და ისევ ბაქოში დღეს იმართება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე დელიმიტაციის საკითხთა დაკავშირებით კომისიის სხდომა, ჯერ ძალიან საეჭვოა ეს სხდომები სულ ბაქოში რატომ იმართება? ჩვენ რა არაფრად გვაგდებენ აზერები თუ ჩვენი გამოთაყვანებული უთავმოყვარეო ხელისუფლების ბრალია, აქვე მინდა გავაფრთხილო ივანიშვილი და მისი რეჟიმის მესვეურები არ გაბედოთ ერთი გოჯი ქართული წმინდა მიწის დათმობა თორემ ამას ქართველი ერი არც ერთ შემთხვევაში არ გაპატიებთ, სიცოცხლის ფასადაც რომ დაგვიჯდეს!“-აცახდებს გიორგი ლაღიძე.სამი უზარმ,აზარი ბულდოზერი მუშაობს, იმხელა გზა გაჰყავთ რომ ორი მანქანა თავისუფლად აუქცევს ერთმანეთს გვერდს. მათი კონტროლირებადი ტერიტორიიდან იწყებენ ამოსვლას და გზა ამოჰყავთ ჩიჩხიტურის კოშკის მიმართულებით ,ესაა ჩვენ რასაც ვუყურებთ, მესაზღვრეებთან კონტაქტი არ გვაქვს. კომისიების დონეზე მიმდინარეობს შეხვედრა და იქაც ითქვა ეს ამბავი და იქ ჩაატარეს სპექტაკლი, ვითომ არაფერი იციან და უნდა გაარკვიონ და ვითომ დამოუკიდებლად მოქმედებენ მესაზღვრე პოლიციელები“ – დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა, კირიონმა (ონიანი) აზერბაიჯანული მხარის მიერ დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის მშენებლობის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
„ ყველაზე მთავარი ისაა, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლი და მის ზონაში ამდაგვარი მუშაობა „ვანდალიზმია“ -აცხადებს არიქმანდრიტი
Geomediapres.ge.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, აზერბაიჯანულმა მხარემ გზის გაყვანა დაიწყო. ინფორმაციას და ფოტო-ვიდეომასალას დავით ქაცარავა ავრცელებს.
„დავით გარეჯი. 23.05.
ჩემო მეგობრებო!!
ამ წუთას ჩვენმა საპატრულო ჯგუფმა, რომელიც იმყოფება დავიდგარეჯში, მოგვაწოდა ფოტო-ვიდეო მასალა,რომელზეც ასახულია,თუ როგორ მოიწევს აზერბაიჯანული გზის გამყვანი ტექნიკა ჩიჩხიტურისკენ.
როგორც ჩვენთვის ცნობილია, დელიმიტაციის კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა, არაფერი გარეჯთან რეალურად გარკვეული არ არის. ყოველ შემთხვევაში ჩვენი სამთავრობო კომისია დუმს.
აზერბაიჯანულმა მხარემ კი დაიწყო მუშაობა.
ვერსია#1 – კომისიამ დაასრულა მუშაობა და ჩვენ არ გვეუბნებიან, ისე გადასცეს ტერიტორიები.
ვერსია#2 – კომისიას არ დაუსრულებია მუშაობა და აზერბაიჯანელებმა თვითნებურად დაიწყეს სადემარკაციო სამუშაოები.
ისმის კითხვა-რომელი ვერსია უფრო მოგწონთ?
მე არც ერთი.
სასწრაფოდ ვითხოვთ ჩვენი ხელისუფლებისგან პასუხებს.
თქვენ კი, საქართველოს შვილებო, საქართველოს მოქალაქეებო, გეკითხებით-მზად ხართ დათმოთ დავიდგარეჯის ერთი კვადრატული სანტიმეტრიც კი?
მზად ხართ დადგეთ და იბრძოლოთ ჩვენი მიწა-წყლისთვის?
დრო ძალიან ცოტაა მოსაფიქრებლად.
დილიდან ანტისაოკუპაციო მოძრაობის დანარჩენი წევრები მივდივართ გარეჯში.
თქვენ რას იზამთ?
გვახსოვდეს ვისი გორისა ვართ!
გვახსოვდეს რომ ძალა ერთობაშია!
გვახსოვდეს რომ ბრძლას ყოველთვის აქვს აზრი!“ – წერს დავით ქაცარავაბ.
პარალელურად საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა იმართება ბაქოში. დელეგაციებს ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები ხელმძღვანელობენ.
alia.ge.