„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს აფრთხილებს „არ გაბედოს ერთი მილიმეტრი ამ წმინდა, ქართული სივრცის [დავით-გარეჯის] გადაცემა“ აზერბაიჯანისათვის.
„ბაქოში დღეს იმართება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დავით-გარეჯის მონაკვეთზე დელიმიტაციის პრობლემებთან დაკავშირებული ორმხრივი კომისიის სხდომა. სახალხოდ კიდევ ერთხელ ვაფრთხილებ პრეზიდენტ ალიევის ბიზნეს-პარტნიორ ბიძინა ივანიშვილს… არ გაბედო ერთი მილიმეტრი ამ წმინდა, ქართული სივრცის გადაცემა თორემ შენ და შენს შთამომავლობას ისეთი რისხვა დაგატყდებათ, როგორიც შენს სულიერ-გენეტიკურ წინაპარ, სერგო ორჯინიკიძესაც კი არ უნახავს“, აცხადებს ნათელაშვილი.
Guardian.ge.