დავით გარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა.

დავით გარეჯის ლავრის გარდა გადაადგილება ყველგან აიკრძალა. ჩაკეტილია აღდგომის ტაძრისკენ მისასვლელი გზა და ტერიტორია ჩიჩხიტურის კოშკთან.

ქართველი მესაზღვრეები მომლოცველებს და ტურისტებს თითქმის არცერთ პერიმეტრზე აღარ ატარებენ. რაც შეეხება გზის სამშენებლო სამუშაოებს, ვითარება უცვლელია. აზერბაიჯანელები გზის მასშტაბებს ტექნიკის დახმარებით ზრდიან.

ადგილობრივი გიდი, რომელიც წლებია დავით გარეჯში მუშაობს, ამბობს, რომ აქამდე არასდროს მომხდარა ლავრის იქით არ გაეშვათ მომლოცველები და ტურისტები.

“მესაზღვრეები უკვე ქვემოთ დგანან და ქედზეც არ გვიშვებენ. მაშინ გვახსოვს, მოვლენები რომ დაიწყო, ქედიდან ვიღებდით და იმათი მესაზღვრეების გადაღების საშუალებაც გვქონდა. ახლა ჩაკეტილია, საერთოდ იქ ვერ ახვალ და არაფრის ნახვის და გადაღების საშუალება არ არის.ასე ფარულად, ქურდულად, გზის გაყვანა, არ იცოდა, ფაქტია… იქ საზღვართან ამხელა სამშენებლო ტექნიკა გყავს მოყვანილი, ბულდოზერები და უზარმაზარი ექსკავატორები და ამ დროს არ იცის მეზობელმა ქვეყანამ, იმათი პოზიცია გასაგებია – ბოდიში და ფეხებზე გვკიდიაა იმათი პოზიცია. დღეს, როგორც ვიცით დაისმება ეგ საკითხი და გაირკვევა, თუ რატომ აკეთებენ გზას. მარტივი მისახვედრია, რომ იქ უნდათ ტურისტების ამოყვანა,“-ამბობს გიდი,ზვიად ანანაიაშვილი.
Nevsreport.ge.

საპატრიარქოს უწყებანის” ახალ ნომერში სტატია გამოქვეყნდა შემდეგი სათაურით: „2004 წლიდან დღემდე არცერთ ქართველს ბერთუბნის მონასტერში ფეხი არ დაუდგამს”, სადაც ერთ-ერთმა მინისტრმა აზერბაიჯანელ მაღალჩინოსანთან შეხვედრაზე იკამათა.
მინისტრმა კითხვა დასვა, თუ აზერბაიჯანული მხარე აღიარებდა, რომ მონასტერი ქრისტიანული იყო, რატომ არ უშვებდა მეზობელი ქვეყანა იქ დამთვალიერებელს, რაზეც მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ ეს პოლიტიკური საკითხი იყო.
„მამაო, რამდენიმე წლის წინ „საპატრიარქოს უწყებანში” დავბეჭდეთ ინფორმაცია ბაქოში ჩვენი ერთ-ერთი მინისტრის ვიზიტისას აზერბაიჯანელ მაღალჩინოსანთან შემდგარი კამათის შესახებ (მათ ვინაობას არ ვასახელებთ, თუმცა, არცერთი მათგანი აღარ არის თანამდებობაზე). ამ შეხვედრისას აზერბაიჯანელმა მოხელემ მის ქვეყანაში (მათ შორის,საინგილოში) არსებულ ქართულ ტაძრებს „ალბანური ძეგლები” უწოდა. ქართველი მინისტრი შეეკამათა და უთხრა: ვთქვათ, ალბანურია, მაგრამ ქრისტიანული ხომ არის? რატომ არ გახსნით ამ ტაძრებსო? – აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა უპასუხა „это политически вопрос”. ამ პასუხში კარგად გამოჩნდა, რომ ჯერ საინგილოს ქართული ეკლესიების, ბოლო წლებში კი უკვე დავით გარეჯის „ალბანურ ძეგლებად” გამოხადება მხოლოდ იდეოლოგიურ-პოლიტიკური მოსაზრებებით არის ნაკარნახევი და ისინი ქართული ისტორიული ძეგლები რომაა, ეს ბაქოშიც კარგად იციან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა ბაქოში 23-24 მაისს გაიმართება.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდმა განაცხადა, ქართული მხარე მოწადინებულია, პროცესი აზერბაიჯანთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის სულისკვეთებით წარიმართოს.

პრაიმტაიმი