გუშინ პრემიერ მინისტრმა არა ერთხელ აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ მიიღებს იმ საყვედურს, თითქოს დანაპირები არ შესრულდა და მათი ხედვები არ ემთხვევა მოსახლეობის მოთხოვნებს.
უფრო მეტიც, ბახტაძე გვარწმუნებს, რომ რომ მოსახლეობიდან მიღებულიინფორმაციის საფუძველზე, ბევრი რამ შევცვალეს და მიუხედავად იმგამოწვევებისა, რომელიც არსებობს ობიექტურად დღეს თითოეული ჩვენი მოქალაქის ოჯახის წინაშე, მათ აქვთ ნდობის მაღალი ხარისხი მმართველიძალის მიმართ და რა თქმა უნდა,
ამ ნდობას ისინი აუცილებლადგააამართლებენ.
რის შეცვლას ითხოვს თავად მოსახლეობა და რას ითხოვენ ისინი ხელისუფლებისგან, რომ ცხოვრება
ასეთი მძიმე აღარ იყოს, „გურიის მოამბე“ ადგილობრივების აზრით დაინტერესდა და ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა.
ლ.მ. – მე არაფერს არ ვფიქრობ, მე ჩემი თავის იმედი მაქ მარტო, მეტის არავის. რა უნდა გითხრათ, რა
ხდება კაი ქვეყანაში? არაფრის არ მჯერა, მხოლოდ, ჩემი მარჯვენის მჯერა. რთული ცხოვრებაა.
ნ.ც. – ჩემი აზრით, არაფერს არ ვხედავ, რომ გამევიდეს ქვეყანა კრიზისიდან. ვერ ვხვდები რა უნდა შეიცვალოს და რა უნდა გაკეთდეს. ის მთავრობა იყო, თუ ეს მთავრობა, ყველა იტყუებოდა და აწი ვინც არ უნდა მევიდეს ისიც მოიტყუება. ყველა მისი სკამიზა ბრძოლობს. ჯერ იტყვიან, დაგვპირდებიან, რას არ გავაკეთებთო, მარა სკამზე რომ დაჯდებიან არავინ არაფრის გამკეთებელი არ არიან. არაფერი ცვლილება არ მგონია მოხდეს. მე მაგალითად იმედი დაკარგული მაქვს. ვინ უნდა მევიდეს დღეს იმფერი, რომ გლეხის და მოსახლეობის სურვილი შეასრულოს?!
ხ.ო. – მთავრობები კი იცვლება, მაგრამ მეტი არაფერი.
მ.ლ.– რა მოხდება უკეთესი რა იქნება ესაა საქმე. უკეთესობა თუ იქნება კაია. უკეთესობა უნდა იყოს იმით, რომ ხალხს ქონდეს საჭმელი-სასმელი, ასე კაპიკების გულობიზა ვწვალობთ. ზემოთ კი ზიან ტყუილა სკამებზე, აფერს არ ეხმარებიან გაჭირვებულებს. კაპიკებზე რო ვწვალობთ.
კ.ჟ. – ყველაფრის ცვლილებაა საჭირო. შესაცვლელია იმდენი, იმდენი, რომ ვერ ჩამოვთვლი. გვაკლია ყველაფერი.
ტ.ტარაპაიძე – მთავრობაა შესაცვალი. შემდეგ, ქვეყნის სწორი მართვა. უმუშევრობა, ხალხის დასაქმების პერსპექტივა უნდა გამოჩნდეს. ჩაქნეული მაქვს ხელი, არაფრის იმედი არ მაქვს, მხოლოდ, უარესობის იმედი მაქვს. სანამდე ივანიშვილი იქნება, ჩვენს ქვეყანას არ ეშველება არაფერი.
სერგო ჭეიშვილი – ჯერ ეკონომიკაა შესაცვალი, მინისტრები და მთავრობა.
კ.მ. – რავიცი ყველაფერი შესაცვლელია.
ნინო გიორგაძე – რა ხდება და ისეთი კანონები უნდა შეიმუშაონ და ისე უნდა ააწყონ ყველაფერი, რომ საქართველო არ დაცარიელდეს, სადაც არიან წასულები იქედან, პირიქთ ჩამოვიდნენ. ამიტომ, უნდა გაიზარდოს პენსიები და შემოსავლები, ან უნდა დაიწიოს კურსი და გაიაფდეს ყველაფერი, რომ ფულს მიეცეს მყარი ძალა. როგორც ადრე. რაც დრო გადის უარესი სიტუაციაა. მე არცერთი ხელისუფლბის მტერი არ ვარ, მაგრამ, ეხლა, რომ უსამართლობაა, ასეთი ჯერ არ ყოფილა. ესენი რაც მოვიდნენ სათავეში ასჯერ მეტმა დატოვა საქართველო, ვიდრე ადრე იყო. მე ვერაფერი წინსვლა ვერ დავინახე აგენის მოსვლით, შეიძლება რაღაცეები კი კეთდება, მაგრამ ხალხია მშიერი და პატარა ბავშვებია ცოდვა, ელემენტარული კანფეტი რომ მოენატრებათ, რითი უნდა უყიდონ? ხალხს ყველა შემოსვალი გათვლილი აქვთ. მე, პირადად, სახლში შუქი რომ ავანთო ეკონომიას ვაკეთებ, რამდენჯერ გავსულვარ ბნელ ოთახში და შევეჯახე კედელს, იმის გამო, რომ ავა 100 კვტ-ზე და გადაახტება, მეტს წერს. მაგენი რომ მოვიდნენ სათავეში დენს დავაკლებთო, სიაფანტურად დააკლენ და მერე ისევ მოუმატეს. მარტო დაპირება დავინახე, სხვა მხრივ არაფერი. ფაქტიურად ხალხი აიგდეს. ასეთი უსამართლობა არ ხდება არც ერთ ქვეყანაში. რატო მიდიან სხვა ქვეყანაში, იმიტომ რომ დაფასდა იქ შრომა. დააფასე ოჯახაშენებულო შენც , შენს ქვეყანაში შრომა. არაერთხელ მითქვამს რომ ჭამიზა ხომ არ ვართ ამ ქვეყანაზე მოსული? 200 ლარი რომ ექნება პენსია ადამიანს, როგორ უნდა იცხოვროს. 200 ლარად აცხოვრო უნდა მაგენი.
ავტორი: გურიის მოამბე