მოსახლეობის დიდი ნაწილის მხარდაჭერით საქართველომ 28 წლის წინათ ნანინანატრი დამოუკიდებლობა გამოაცხადა, თუმცა წლების შემდეგ მაინც აქტუალურია კითხვა _ არის კი დღეს ქვეყანა ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და თავისუფალი გარე ძალების ჩარევისგან?
რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდა საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ და როგორ განვლო თავისუფლების 28 წელი 1990-იანი წლებიდან დღემდე? _ ამ საკითხებსა და პრობლემების გადაჭრის გზებზე საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ჩვენს რუბრიკაში ისაუბრებენ. დღეს რუბრიკის სტუმარია აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.
_ ბატონო ელიზბარ, თითქმის მეოთხედი საუკუნე გავიდა, რაც ჩვენმა ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ გამართლდა მოსახლეობის მოლოდინი? არის კი დღეს საქართველო სუვერენული სახელმწიფო?
_ მახსოვს ის წადილი და აღმაფრენა, რომელიც საქართველოში 28 წლის წინათ იყო, როდესაც ზვიად გამსახურდიას თავკაცობით საყოველთაო რეფერენდუმი ჩატარდა და ქვეყნის დამოუკიდებლობას მოსახლეობის 87%-მა დაუჭირა მხარი. თუმცა ეს იყო პერიოდი, როდესაც უკვე იწყებოდა პოლიტიკური გლობალიზაცია რომლის მესვეურებსაც არ სურდათ საქართველოს დამოუკიდებლობა. ამის შესახებ ზვიად გამსახურდიაც წერდა თავის დროზე. მას შემდეგ, რაც გარე ძალების წაქეზებითა და “მეხუთე კოლონის” ხელშეწყობით ეროვნული ხელისუფლება დაამხეს, საქართველოს დამოუკიდებლობა ილუზიად იქცა, რადგან შევარდნაძისა თუ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ჩვენ დღითი დღე ვკარგავდით დამოუკიდებლობას.
სააკაშვილისა და მისი გუნდის პოლიტიკური მოღვაწეობა მიმართული იყო მხოლოდ ერთი მიზნისკენ _როგორმე მოესპოთ და გაეჩანაგებინათ ყველაფერი ქართული. შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა “ქართული ოცნება”, რომელსაც ხალხი დიდი იმედით შეხვდა, მაგრამ, სამწუხაროდ, “ქართული ოცნება” ვერ აღმოჩნდა ქართველი ხალხის ოცნება, რადგან გარე ძალებმა ახალ ხელისუფლებას “ნაციონალებთან” კოჰაბიტაცია აიძულეს _ სურდათ, “ნაციონალები” კვლავ დარჩენილიყვნენ პოლიტიკაში, უფრო მეტიც _ მეორე პოლიტიკურ ძალადაც აღიარეს. იმის მაგივრად ციხეში ეყარონ, ჭკუას გვარიგებენ. დღეს ეს მეორე ძალა ცდილობს, სახელი გაუტეხოს პირველ ძალას და ამისთვის ყოველგვარ სიბინძურეს კადრულობს. ამას კარგად ხედავდა და ხედავს ჩვენი მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატები, მაგრამ, ამის მიუხედავად, პირსისხლიანი დესპოტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელისუფლების დროსაც დემოკრატიის ნასახი არ არსებობდა ქვეყანაში, “დემოკრატიის შუქურად”გამოაცხადეს.
ასე რომ, საქართველო არათუ დამოუკიდებელი ქვეყანა, არამედ, დამოუკიდებლობის მხრივ, ამერიკის რომელიმე შტატის დონეზეც კი არარის.
აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს საქმიანობა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსდებიან. ისინი არიან მოღალატეები, რადგან არ აინტერესებთ ქართველი ხალხი.
_ ამბობთ, რომ ამ პოლიტიკოსებს გარე ძალების დიდი მხარდაჭერა და დაფინანსება აქვთ და რატომ ვერ მიაღწევენ მიზანს, რა შეუშლით ხელს?
_ ისინი ვერ მიაღწვეენ წარმატებას, თუ ქართველი ხალხი გამოფხიზლდება და გამოვა ინერტული მდგომარეობიდან. ხშირად მითქვამს და გავიმეორებ: ქართველ ხალხს ტვინი გამოურეცხეს! ბრიტანეთსა და აშშ-ში 60-მდე ინსტიტუტი მუშაობს ადამიანებისთვის ტვინის გამორეცხვის საკითხებზე. ადამიანები მისშტერებიან “რუსთავი 2”-ს და არ სურთ, რეალობას თვალი გაუსწორონ.
არავითარი დამოუკიდებლობა საქართველოს დღეს არ აქვს. ვინაიდან ჩვენს ქვეყანაში ამერიკელები საელჩოდან მართავენ ყველაფერს, საქართველოს ბედს ისინი წყვეტენ. საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ყოფილა ასე. მაშინაც კი უფრო მეტი თავისუფლება გვქონდა. ხელისუფლების წევრების კანდიდატურებს მაინც ჩვენ წარვადგენდით და შემდეგ ისინი ამტკიცებდნენ. დღეს ამის შანსიც აღარ გვაქვს.
_ მაგრამ, ბატონო ელიზბარ, დღეს ხომ ქვეყანაში სიტყვის მეტი თავისუფლებაა?
_ რომელი სიტყვის თავისუფლებაზე მელაპარაკებით?! გაყიდული და ქვეყნის მტერი ტელეკომპანია “რუსთავი 2” რომ ლაპარაკობს, რაც უნდა იმას _ ეს არის თავისუფლება? ან“მაესტრო”, ან “კავკასია”, ან “იმედი”? _ესენი არიან ტელევიზიები, რომლებიც ქართულ ცნობიერებას რყვნიან და ფულზე არიან გაყიდულები? ან საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ხალხის ფულით ფინანსდება, თავისუფალი ტელევიზიაა? ვაპირებ ხელმოწერების შეგროვებას და მოვითხოვ, ჩვენი ფულით ნუ აფინანსებენ საზოგადოებრივ მაუწყებელს და ყველაფერი ჩამოართვან, რაც სახელმწიფოს ეკუთვნის. ვინაიდან, ბოდიში და, ეს არის გარყვნილებისა და პედერასტების ბუდე. არა ე.წ ლგბტ-ს, არამედ პედერასტების ბუდე! დღეს მხოლოდ ორი-სამი ტელეკომპანია _ “დრო”, “ობიექტივი”, “ქართული არხი” _ ცდილობს სიმართლის თქმას.
ერთი ამბავი ატეხეს უწიგნური, ქაჯი ქალების გადაცემების დახურვის გამო. არადა, ხოფერიასა და გრიგოლიას შოუები თავიდანვე დასახური იყო.
_ ეს შოუები რეიტინგული იყო და ხალხი უყურებდა… გადაცემის ასე მოულოდნელი დახურვა, ბუნებრივია, ეჭვს გამოიწვევდა საზოგადობაში…
_ ვინ უყურებდა? იმიტომაცაა ეს საზოგადოება ტვინ გამორეცხილი. ნორმალურმა ადამიანმა შეიძლება ამ გადაცემებს ან “რუსთავი 2”-ს უყუროს?
_ იმ სავალალო ვითარების ფონზე, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, აქვს ქვეყანას შანსი, იქცეს ჭეშმარიტად სუვერენულ სახელმწიფოდ?
_ ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. შეხედეთ, რა დღეშია განათლების სისტემა. ვიდრე იქიდან სოროსის მატლებს არ გამოყრიან და მათ განათლების მინისტრსაც არ მიაყოლებენ, საქართველოს არაფერი ეშველება.
ესაუბრა: ეკა ნასყიდაშვილი.
Geworld.ge.
საქართველოს და მსოფლიოს ესაუბრება პოლიტოლოგი ელიზბარ ჯაველიძე:
_ დავიწყოთ იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატები უხეშად ერევა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების საშინაო საქმეებში. მეტიც, ის უკვე, ფაქტობრივად, არც კი ცდილობს,
თავისი კოლონიური პოლიტიკის შეფუთვას ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისადმი, თუნდაც საქართველოა ამის მაგალითი. ახლა უკრაინა ავიღოთ, რუსეთს აქვს სათქმელი, რომ რამდენიმე წლის წინანდელი მაიდნის რევოლუცია ამერიკელების მოწყობილი იყო, რომ მათი ხელშეწყობითა და დაფინანსებით მოვიდა იქ ხელისუფლების სათავეში, ფაქტობრივად, ფაშისტური ძალები და ა.შ. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სწორედ ამერიკა აწვდის დღეს უკრაინას ლეტალურ იარაღს, რაც საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთისა და უკრაინის კონფრონტაცია ამერიკელების ინსპირირებულია. ცალკე საუბრის თემა შეიძლება იყოს ის გადაწყვეტილება, რომელიც ტრამპმა ახლახან მიიღო, მხედველობაში მაქვს იერუსალიმის გამოცხადება ისრაელის დედაქალაქად, რაც ასევე არის გაეროს მთელი რიგი საერთაშორისო გადაწყვეტილებების დარღვევა. ანუ, რის თქმა მინდა: ქვეყანას, რომელმაც შექმნა “ისლამური სახელმწიფო” და მსოფლიოში ტერორიზმს გაუხსნა ახალი გზა, რა თქმა უნდა, უამრავი პრეტენზია შეიძლება წაუყენოს როგორც რუსეთმა, ისე ნებისმიერმა სხვა სახელმწიფომ, ხოლო ამის ფონზე ტილერსონის განცხადება ოკუპაციაზე, უბრალოდ, სასაცილოა და სხვა არაფერი.
რაც შეეხება საქართველოს, ჩვენმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერა და ვერ გაიგო ან გაიგო, მაგრამ ხალხს არ უნდა გააგებინოს, რომ, რაც უნდა კრიტიკული განცხადება გააკეთოს რომელიმე დასავლელმა მძიმეწონიანმა პოლიტიკოსმა რუსეთის მისამართით, რაც უნდა მუქარები და თითის ქნევა იყოს, ესყველაფერი განცხადებებს ვერ გასცდება.ეს ერთი. მეორე _ რუსეთს სანქციების არ ეშინია, ვინაიდან ამ სანქციებმა ის არათუ ვერ დაასუსტა, პირიქით, ამის ხარჯზე რუსეთის შიგა ბაზარზე, რომელიც უზარმაზარია, ადგილობრივი წარმოების პროდუქციის წილმა საგრძნობლად მოიმატა. ახლა დასკვნები თვითონ გამოიტანოს საზოგადოებამ, რა ინტერესები ამოძრავებს ვაშინგტონს და რას შეიძლება გულისხმობდეს ტილერსონი კონფლიქტების დასრულებაში. დარწმუნებული ვარ, ჩვენთვის სასიკეთო ამაში არაფერი იგულისხმება, ისევე, როგორც არ იგულისხმებოდა ჯორჯ ბუშის განცხადებებში, როცა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში უპირობო მხარდაჭერას გვიცხადებდნენ და შედეგად მივიღეთ 2008 წლის აგვისტოს ომი…
_ პრემიერმა კვირიკაშვილმა ერთ–ერთ შეხვედრაზე განაცხადა: “დღეს საქართველოში არის უფრო მეტი ნატო და ნატოში უფრო მეტი საქართველოა”. ფაქტია, რომ ტილერსონის განცხადება და, საერთოდ, მსგავსი რიტორიკა, რომელიც მაღალი რანგის დასავლელი პოლიტიკოსებისგან მოდის, ჩვენს ხელისუფლებას ადეკვატურობას აკარგვინებს…
_ სიმართლე გითხრათ, კვირიკაშვილის განცხადება ისეთია, რომ მსგავს ტექსტებს, ალბათ, მხოლოდ კომედიური ჟანრის ფილმში ან მხიარულ სკეტჩში თუ მოისმენ. საქართველოში უფრო მეტი ნატო და ნატოში _ უფრო მეტი საქართველო რას გახსენებთ? მე მაგალითად, ქართველი რომ არ ვიყო, ბევრს ვიცინებდი, მაგრამ საუბედუროდ, ეს ტრაგიკომედია ჩვენ გვეხება.
რაც შეეხება კონკრეტულ მიზეზებს, რომელთა გამოც საქართველო ვერასოდეს გახდება ალიანსის წევრი: ჯერ ერთი, ნატოს წესდებით, ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაერთიანდები ამ ორგანიზაციაში, თუ ტერიოტორიული დავა გაქვს რომელიმე სახელმწიფოსთან და ვერ ახერხებ მის მოგვარებას. მეორე, თვითონ დასავლეთის, უწინარესად, შეერთებული შტატების, პოლიტიკური ხელმძღვანელობის შეფასებით, ჩვენს ქვეყანას აქვს უამრავი პრობლემა ადამიანის უფლებების დაცვისა და სასამართლოს სისტემის კუთხით, ეკონომიკური, სოციალური და სხვა თვალსაზრისითაც. ეს, პრაქტიკულად, გამორიცხავს ჩვენს ევროატლანტიკურ პერსპექტივას და, თუ გვინდა იქ შესვლა, ყველა ამ პრობლემის გადაჭრა მოგვიწევს: უნდა ვაღიაროთ აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, დავიწყოთ კოლჰოტებით სირბილი, ჩავატაროთ გეიაღლუმები და მამაკაცს მამაკაცზე დავწეროთ ჯვარი… ამის მერე შეიძლება მართლა იყოს საქართველოში მეტი ნატო და ნატოში _ მეტი საქართველო, მაგრამ ერთი რამ მაინტერესებს: ქართველ ხალხს, საზოგადოებას არ ეკითხებიან, არის თუ არა ეს მისი არჩევანი?!
_ თქვენ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადება ახსენეთ. არიან საქართველოშიც გარკვეული სუბიექტები, რომლებიც ფიქრობენ, რომ საქართველოც უნდა შეუერთდეს “თეთრი სახლის” ამ გადაწყვეტილებას. რას მოუტანს ეს ჩვენს ქვეყანას?
_ უწინარესად, ვთქვათ, რატომ მიიღო ტრამპმა ეს გადაწყვეტილება. მან ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თქვა, რომ, პრეზიდენტად მისი არჩევის შემთხვევაში, იერუსალიმს აღიარებდა ისრაელის დედაქალაქად და საელჩოსაც იქ გადაიტანდა. ეს ერთი. მეორეც, ამით მან ერთგვარი კოჭი გაუგორა ებრაულ ლობის, რომელსაც აქვს ძალიან დიდი გავლენა არა მხოლოდ ამერიკის, არამედ მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე. რაც შეეხება საქართველოს, ტრამპს, გასაგებია, რომ ვიღაცის მომადლიერება სჭირდება და ასევე უნდა ცხელი კერების გაჩენა ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს. ბუნებრივია, ჩნდება შეკითხვა: იმ პირობებში, როცა ქვეყანა იმყოფება ერთგვარ ისლამურ რკალში და, როგორც გაირკვა, მსოფლიოში ძებნილი ტერორისტები აქ თავისუფლად დაშლიგინებენ, გვაძლევს კი ხელს, შევუერთდეთ იმ გადაწყვეტილებას, რომელმაც უკვე გამოიწვია ისლამური ქვეყნების მძაფრი უკმაყოფილება? ჩემი აზრით, ტრამპის ეს გადაწყვეტილება მიმართულია რელიგიური ომისა და დაძაბულობისკენ, რომელსაც ახლო მომავალში აუცილებლად მოჰყვება სერიოზული რყევები. საქართველოს ხელისუფლების სათავეში არიან ადამიანები, რომლებიც მზად არიან, სამარეში ჩაჰყვნენ და საქართველოც ჩააყოლონ ამერიკას. აი, ეს არის უბედურება! არ გამოვრიცხავ, რომ ძალიან მალე ამერიკელებმა საქართველოს, უკრაინას, პოლონეთს, ბალტიისპირეთს ოფიციალურად მოსთხოვოს იერუსალიმის აღიარება ისრაელის დედაქალაქად.
_ თუ ხელისუფლება შეასრულებს ამერიკის მითითებას, რა მოჰყვება ამას?
_ ამით ჩვენ აღმოვჩნდებით იმ ქვეყნებისა ჩამონათვალში, რომლებსაც ისლამური სამყარო კარგი თვალით არ უყურებს. ნუ დაგვავიწყდება, რამდენი მუსლიმანი ცხოვრობს დღეს საქართველოში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში და საერთოდ ქვეყანაში.
სხვათა შორის, ამას წინათ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდორანმა განაცხადა, რომ საჭიროა, გადაიხედოს ლოზანის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა თანამედროვე თურქეთის საზრღვრების ფორმირება. შეგახსენებთ, რომ ლოზანის ხელშეკრულება იყო დოკუმენტი, რომლითაც იურიდიულად გაფორმდა ოსმალეთის იმპერიის დაშლა. ახლა რას ნიშნავს ლოზანის ხელშეკრულების გადახედვა: ამით ერდოღანი მიანიშნებს თავის იმპერიალისტურ ზრახვებსა და მისწრაფებაზე, რომ თურქეთის საზღვრები გააფართოოს. ეს გაფართოება კი, როცა იქნება, ცხადია, საქართველოს ხარჯზეც მოხდება, იმიტომ, რომ, იცით უკვე, რა მდგომარეობაა აჭარაში… ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა იყო, როცა ჩვენმა ე.წ. პატრიოტებმა აჭარიდან ამოძირკვეს რუსული გავლენა, ვინაიდან მხოლოდ რუსეთს შეეძლო დაპირისპირება თურქეთთან. მეტიც, ისტორიულად ეს რეგიონი იყო რუსეთის მიერ თურქეთისთვის მოგებული ომის ნადავლი, რომელიც ჩვენ შეგვხვდა და დღეს ისევ რუსეთი თუ მოახერხებს მის დაცვას ხელახალი თურქული ექსპანსიისგან. თუმცა ეს ახლა წარსულია და დღეს მის ნაცვლად გვაქვს ძალიან მძიმე რეალობა: სრულიად უქომაგო, უმოკავშირეო და ურესურსო ქვეყანა მოყოლილია დიდი სახელმწიფოების გაშმაგებულ ჭიდილში. ამ დროს არ გვაქვს ეკონომიკა, არც თავდაცვა, არც განვითარების პერსპექტივა… ერთადერთი, რაც იმედისმომცემი შეიძლებოდა ყოფილიყო, ადეკვატური პოლიტიკის გამტარებელი ხელისუფლება იქნებოდა, მაგრამ ეს, საერთოდ, მოწყვეტილია რეალობას…
ესაუბრა: ჯაბა ჟვანია.
Geworld.ge.